სოციალურ ქსელებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გავრცელდა. ფოტომასალაზე სააკაშვილი ბანერის - „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“, ფონზე არის გამოსახული. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სააკაშვილი ზუგდიდში, აღნიშნული ბანერის წინ დგას. რეალურად, ფოტომასალა ფოტო-რედაქტირების შედეგადაა მიღებული.

სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება, რეალურად ფოტო-მონტაჟის შედეგად არის მიღებული. სინამდვილეში, სააკაშვილის ფოტო, ექსპრეზიდენტის მიერ საკუთარ Facebook-გვერდზე, 2021 წლის 21 აგვისტოს, განთავსებული ვიდეოდანაა ამოჭრილი. აღნიშნულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ მსგავსი პოსტების გავრცელება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, მისივე Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, რომლითაც ექსპრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნების შესახებ ამცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას ისევ არ ადასტურებს. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ უკრაინულ მხარესთან და სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება.

ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი