12 ოქტომბერს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის დემნა გვასალიას და მისი კოლექციის დამუშავებული ფოტო-მასალებია გაერთიანებული. პოსტს თან ერთვის აღწერა: „ბრავოოო!!! დემნა გვასალიას ახალი კოლექცია #თავისუფლებამიშას#“. მასალაში ყურადღებას იქცევს კაპიუშონიან ზედაზე (ე.წ. ჰუდზე) არსებული წარწერები: “ИДИ НА ХУЙ 41”„БОРЯ ИДИ НА ХУЙ”.

რეალურად, მასალაში წარმოდგენილი ორივე ფოტო დამუშავების შედეგადაა მიღებული. დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის Vetements–ის კოლექციის ჩვენება 2018 წლის 1 ივლისს პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა. SS19 სახელით ცნობილ კოლექციაში ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობდა. „ოჯახი და ომი“ ის მთავარი თემებია, რომლის გარშემოც კოლექციის კონცეფცია იყო აგებული. დემნა გვასალიამ Dazeddigital-თან საუბარში განაცხადა, რომ SS19-ს კოლექციის მიზანი მსოფლიოსთვის საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობა იყო. „მინდოდა მათ ახალგაზრდების სახელით ელაპარაკათ. საქართველოში რეალური თავისუფლება არაა. პოლიტიკური რეჟიმის გამო, ადამიანები სათქმელს ვერ გამოხატავენ. მე ეს ყველაფერი გამოვიარე და მტკივნეულად მახსენდება, ასე რომ, ეს აუცილებლად უნდა მეჩვენებინა სამყაროსთვის". ინსპირაცია დიზაინერმა თავისი ოჯახის ისტორიიდან და 1992 წლის სოხუმის ტრაგედიიდან აიღო.

2019 წლის 16 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიზაინერმა დემნა გვასალიამ Vetements დატოვა.

პირველ ფოტოზე რიცხვი 41 მონტაჟის შედეგადაა ასახული. ორიგინალ ფოტოზე კაპიუშონიან ზედაზე მხოლოდ წარწერას: „ИДИ НА ХУЙ“ ვხვდებით. იხილეთ ორიგინალი ფოტო SS19 კოლექციიდან.

წყარო: vogue

რაც შეეხება მეორე ფოტოს, შეუირაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია, რომ ფოტოში დემნა გვასალიას სახე ხელოვნურადაა ჩასმული. ამასთან ერთად, კაპიუშონიან ზედაზე დატანილი წარწერა „БОРЯ“ ასევე ფოტომონტაჟის შედეგია.

ორიგინალი ფოტო

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი