2021 წლის 26 ოქტომბერს Facebook-ის მომხმარებელი ნიკოლოზ გაბელაია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს. ამ დროისთვის ფოტოს 960 გაზიარება აქვს.

პოსტის ავტორის თანახმად, ფოტო ინტერნეტში ვრცელდება. პოსტს თან ერთვის ასევე წარწერა „შიმშილობის 26-ე დღე“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ფოტო სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს.

დასახელებული ფოტო სხვა facebook-მომხმარებლების მიერაც გავრცელდა.

სინამდვილეში, ფოტო ინტერნეტ სივრცეში ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში გავრცელდა, ხოლო ფოტოს გამავრცელებელი - იმ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი, გახლდათ.

ამრიგად, ნიკოლოზ გაბელაიას მიერ გავრცელებული ფოტო ძველია და ის ამჟამად ციხეში მყოფ სააკაშვილს არ ასახავს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი