28 ოქტომბერს Facebook-გვერდმა Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია მტკიცება, რომ სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია 25 ოქტომბერს უკრაინაში ერთ-ერთი მეტალურგიული ქარხნის დირექტორად დაინიშნა. მასალის, მიხედვით, ნაყოფიამ კიევის ბილეთი უკვე იყიდა და 4 ნოემბერს უკრაინაში სამუშაოდ გადასვლას გეგმავს. პოსტში არსადაა მითითებული ინფორმაციის წყარო.

ინფორმაცია, რომელსაც Facebook-გვერდი „Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს“ კობა ნაყოფიას შესახებ ავრცელებს დაუდასტურებელია. არცერთ მედია-საშუალებასთან კობა ნაყოფიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მსგავსი შინაარსის მასალა არც კობა ნაყოფიას ოფიციალურ Facebook-გვერდზე იძებნება. ამასთან ერთად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია. შესაბამისად, „სამეგრელო თაიმსის“ მტკიცება, თითქოს ნაყოფია კიევში ერთ-ერთი მეტალურგიული ქარხნის დირექტორად დაინიშნა და უკრაინაში სამუშაოდ გადასვლას აპირებს, არის ყალბი.

საგულისხმოა, რომ 22 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გააკრიტიკა და განაცხადა: „მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.“ ღარიბაშვილის განცხადებით, თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან.

რაც შეეხება მასალის გამავრცელებელ Facebook-გვერდს, Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს იმ ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდებს მიეკუთვნება, რომლებიც განსაკუთრებით სწორედ წინასაარჩვნო პერიოდში აქტიურდებიან ხოლმე. ასეთი გვერდები, სოციალურ ქსელში შეფარული სახელმწოდებით მოქმედებენ და Facebook-მომხმარებლებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიან, თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ. რეალურად მათი მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნა და კონკრეტული პარტიის მხარდამჭერთა დეზორიენტირებაა და პარტიასთან აფილირებული პირების დისკრედიტაციაა. წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის კანდიდატის შესახებ წყაროს გარეშე მსგავსი სახის დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, სწორედ ზემოთ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი