2021 წლის 31 ოქტომბერს, Facebook-გვერდებმა „Politics - პოლიტიკა“ და „მიხეილ უკრაინოლოგმა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში დეკანოიძე ამბობს, რომ „უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი“. Facebook-გვერდები დეკანოიძის ინტერვიუს მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს ავრცელებენ და ამით ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს დეკანოიძე არჩევნებს ადამიანის ნების გამოხატულებად არ მიიჩნევს.

სინამდვილეში, ხატია დეკანოიძემ 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს, მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა ის კონკრეტულად - 30 ოქტომბრის არჩევნების დარღვევების კონტექსტის გათვალისწინებით, საუბრობდა. Facebook-გვერდები კი ინტერვიუდან ვიდეოს კონკრეტულ მონაკვეთს, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტექსტის გარეშე მანიპულაციურად ავრცელებენ.

31 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ქუთაისის მერობის კანდიდატმა 30 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ არჩევნები ქუთაისში სხვადასხვა დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. დეკანოიძის შეფასებით, საქართველოში არჩევნები მხოლოდ ფორმალური სახით ჩატარდა, რადგან ადამიანებს ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. დეკანოიძე სწორედ აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე ამბობს: „უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი... არ იყო ადამიანის ნების გამოხატულება გუშინ, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ერქვა უბრალოდ არჩევნები, რაც იყო“.

ცნობისთვის, პოსტის გამავრცელებელი Facebook-გვერდები „მიხეილ უკრაინოლოგი“ და „Politics - პოლიტიკა“ წარმოადგენენ, ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი