სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოსურათის მიხედვით, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების გამო, ბოდიშს უხდის.

იხ. გავრცელებული ფოტოსურათი

გავრცელებული ფოტოსურათი დამუშავებულია და ელენე ხოშტარიას მსგავსი წარწერის მქონე აბრით ფოტო არ გადაუღია. ფოტოსურათის ორიგინალი ვერსია კი, 2019 წლის დეკემბრით თარიღდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს აგინა, ელენე ხოშტარიამ, პროტესტის ნიშნად, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა.

იხ. ფოტოსურათის ორიგინალი ვერსია

ამდენად, სოციალურ ქსელში ამჟამად გავრცელებული ფოტო დამუშავებულია და მას Facebook-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი