2021 წლის 5 ნოემბერს, Facebook-გვერდმა Imperator დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „არავაქცინირებულის გაუპატიურება დასჯადი არ უნდა იყოს“. პოსტს დღეისათვის 782 რეაქცია, 190 კომენტარი და 44 გაზიარება აქვს.

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა გამოგონილია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ფოტო, მასზე გამოხატული რეაქციებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა უმეტესობის მხრიდან უბრალო ხუმრობად იყო აღქმული. თუმცა, ვხვდებით ისეთ კომენტარებსაც, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ მომხმარებელს გამყრელიძის ციტატა ნამდვილი განცხადება ეგონათ.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი