იტვირთება

Facebook გვერდი „კორონავირუსი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს დეზინფორმაციული შინაარსის სქრინს, რომლის თანახმადაც, კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ექიმმა უთხრა, რომ ვაქცინა ვადაგასულია და ვალდებული იყო გაეფრთხილებინა.

მტკიცება, რომ ვაქცინაციის პროცესში ვადაგასული ვაქცინები გამოიყენება არის ყალბი ამბავი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელიც აცრის პროცესში, მათ შორის ბუსტერ დოზით აცრისას გამოიყენება არცერთი არაა ვადაგასული.

დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა. „ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, მათ 3-დან 6 თვემდე შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება. ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე პფაიზერი, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ პფაიზერს გაუვიდა ვადა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გავრცელებული მითები, თითქოს ვაქცინებს ვადა გაუვიდა და ვადაგასული ვაქცინები გამოიყენება, პფაიზერის ვადებს უკავშირდება. სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დიდ ნაწილს ვადა წლის ბოლოს ეწურებოდა, ნაწილს ნოემბრის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ FDA-მ (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) დაადგინა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ვარგისიანობა 9 თვეს შეადგენს, საწყის ეტაპზე ვარგისიანობის ვადად 6 თვე იყო მიჩნეული. შესაბამისად, „ფაიზერს“ ვარგისიანობის ვადა დამატებით სამი თვით გაუხანგრძლივდა.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ვაქცინას ვადა გაუვა, ის, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება და არ იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 17 000-მდე ვაქცინას ვადა გაუვიდა, ისინი ჩამოწერეს და გამოუყენებელი დარჩა.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4562 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი