სოციალურ ქსელში Facebook-გვერდებმა „† უფალი †“ და „ბილიკი“ ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით- „პატრიარქის რენდგენის ფოტოზე ჯვარცმა აღმოაჩინეს. სასწრაფოდ დაწერე ამინ. გააზიარე“. პოსტზე რენტგენის გამოსახულებასთან ერთად, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ფოტოც არის დატანილი. ამ დროისათვის პოსტებს საერთო ჯამში 750-ზე მეტი რეაქცია, 600-ზე მეტი გაზიარება და 500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

სინამდვილეში, ილია მეორის რენტგენის ფოტოები ყალბია. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები რედაქტირების შედეგად არის მიღებული და რენტგენის ფოტოზე ჯვარცმის გამოსახულება ფოტო-მონტაჟის შედეგად არის განთავსებული. ამდენად, Facebook-გვერდების მიერ გავრცელებული ფოტოები ყალბია და გამოგონილ ამბავს აღწერს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ აშკარააა ფოტოს არაავთენტურობა, პოსტის კომენტარებიდან ჩანს, რომ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ის რეალურად აღიქვა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი