6 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ფოტო თანდართული წარწერით: „ისტორია ზეპირად ვიცი და ჩემი შვილი არაფრით ჩამოუვარდება ალექსანდრე მაკედონელს“. ფოტომასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული ციტატა გიული ალასანიას ეკუთვნის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

რეალურად, მოცემული სიტყვები გიული ალასანიას არსად გაუჟღერებია. მსგავსი განცხადება არ მოიპოვება არც ინტერნეტ სივრცეში და არც მედია საშუალებების ოფიციალურ ვებგვერდებზე. გიული ალასანიას მოცემული ფოტო ზუგდიდში, 9 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საოლქო საარჩევნო კომისიასთან ორგანიზებულ აქციაზე მისი სიტყვით გამოსვლის ვიდეოდან არის ამოჭრილი. აღნიშნულ ვიდეომიმართვაში გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე ისაუბრა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა (იხ. ვიდეო).

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მოცემული ციტატა გიული ალასანიას არც 9 ოქტომბრის ვიდეომიმართვაში და არც სხვა განცხადებებში არ გაუჟღერებია. აღნიშნული ციტატა გამოგონილია.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი