სოციალურ ქსელში სხვადასხვა facebook-გვერდმა (იხილეთ: ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) შალვა ნათელაშვილის ციტატა გაავრცელა: „პუტინს არ გავახარებ და პარლამენტს მიღმა არ დავრჩები, ივანიშვილმა დავალება მიიღო კრემლიდან, რომ მე არ მომეცეს ტრიბუნის გამოყენების უფლება“.

სინამდვილეში, აღნიშნული განცხადება შალვა ნათელაშვილს არ გაუკეთებია. შალვა ნათელაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ 12 იანვარს, TV პირველის ,,დღის ამბების” წამყვანთან, დიანა ტრაპაიძესთან, შედგა, სადაც მან განაცხადა: ,,ჩემი მიზანი პარლამენტის ბლოკირება იყო, რათა იქ არ შესულიყო ოპოზიცია, თუმცა ოპოზიცია ცნობილი თუ უცნობი მიზეზების გამო, პარლამენტში მაინც შევიდა. გამოვიდა ისე, რომ მხოლოდ მე დავრჩი ბოიკოტის რეჟიმში. ახლა, როდესაც რეალურად გაიაზრეს, რომ შესაძლოა მეც შევიდე პარლამენტში, განიზრახეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა. პარალელურად, ივანიშვილმა დაურეკა თავის მესვეურებს და უთხრა, როგორ შეიძლება მაგის პარლამენტში შეშვებაო და ამის შემდეგ პათოლოგიურად დაიწყო ჩემზე სკანდალების აგორება”.

ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილი, გასულ კვირას, საგანგებო ბრიფინგებზე აქტიურად საუბრობდა ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მან ერთ-ერთ ბრიფინგზე მედიასთან საუბრისას აღნიშნა: ,,მზად არიან, შემიწყვიტონ სადეპუტატო უფლებამოსილება, რომელსაც არ მიწყვეტდნენ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, რადგან ეგონათ, რომ პარლამენტში არ შევიდოდით, ახლა როცა დაფიქრდნენ,რომ ეს შეიძლება გავაკეთოთ და პარლამენტში შევიდეთ,შიშის ზარი დაეცათ, როცა წარმოიდგინეს, თუ როგორ ვამხელთ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა შალვა ნათელაშვილს არ ეკუთვნის და ის გამოგონილია.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი