სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელი „ექიმი, მკვლევარი გენეტიკის და ფარმაკოლოგიის სფეროში“ დომენიკო ბისკარდი „სიმართლის თქმას“ შეეწირა და „გასაჩუმებლად“ მოკლეს (იხილეთ სრულად სურათზე).

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებით გამორჩეული იტალიელი დომენიკო ბისკარდი ნამდვილად გარდაიცვალა. თუმცა, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დომენიკო ბისკარდი ექიმი არ ყოფილა (ისევე როგორც სამეცნიერო მკვლევარი ან გენეტიკოსი). FNOMCeO-ში, იტალიაში არსებულ ექიმთა პორტალზე, დარეგისტრირებულთა ჩანაწერებში ის არ იძებნება. გარდა ამისა, ბისკარდი შეთქმულების თეორიებს მუდმივად ავრცელებდა და შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ რამე ახალი სენსაციის გაცხადებას აპირებდა, საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება მისი გარდაცვალების მიზეზს, ის 53 წლის ასაკში, ბუნებრივი სიკვდილით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ კონსპირაციები კასერტას რეგიონის (ბისკარდის გარდაცვალების რეგიონი) გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, რობერტო მანელამ, გამორიცხა და განაცხადა, რომ შემთხვევის შესწავლის დროს არავითარი მსგავსი ეჭვი არ ყოფილა.

ოფიციალური უწყებები ბისკარდის გარდაცვალების შესახებ მისი მოკვლის ვერსიას გამორიცხავენ, ხოლო ანტივაქსერებს მათი ვერსიის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავსა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი