სოციალურ ქსელში ვრცელდება 33-წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ სიბნელეში როგორ ნათდება ცა, რასაც აფეთქებების ხმა მოჰყვება. სოციალურ ქსელში ვიდეოს 2022 წელს უკრაინის, ხშირ შემთხვევაში ქალაქ მარიუპოლის დაბობმბვას მიაწერენ. რეალურად, გავრცელებული კადრები რუსეთში 2021 წელს ჭექა-ქუხილსა და ელექტროსადგურზე მეხის დაცემას ასახავს.

რეალურად, აღნიშნული ვიდეო 2021 წლის 28 ივნისს, რუსეთის ქალაქ ვოლჟსკში ჭექა-ქუხილის კადრებს ასახავს. ვიდეოს პოვნა შესაძლებელია TikTok-ზე შემდეგი აღწერით- „#ბუნება #ჭექა-ქუხილი #მანქანა #წვიმა #28 .06.21 #ელვა #აფეთქება რაღაც აფეთქდა და შუქი ჩაქრა“. ამდენად, გავრცელებულ ვიდეოს 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ბოლო დროს ჯერ კიდევ 29 იანვარს, სამხედრო დაპირისპირების დაწყებამდეც გავრცელდა, რომლის აღწერაშიც წერია- „მეხის დაცემა ელექტროსადგურზე“.

ამინდის პროგნოზის გადამოწმების შედეგადაც დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ივნისს, ქალაქ ვოლჟსკში ღრუბლიანი ამინდი და ჭექა-ქუხილი იყო დაფიქსირებული. ადგილობრივი მედიის „ვოლჟსკაია პრავდას“ საინფორმაციო Telegram არხმა ამავე დღეს, ანონიმური მოქალაქეების მსგავსი ვიდეოები გაავრცელა, რომლებმაც ჭექა-ქუხილის კადრები დააფიქსირეს.

ამდენად, კონკრეტული ვიდეო 2021 წლის 28 ივნისით თარიღდება და რუსეთის ქალაქ, ვოლჟსკში ჭექა-ქუხილს ასახავს, და არა 2022 წელს უკრაინის რომელიმე ქალაქზე თავდასხმას.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი