• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გადაუდებელი აუცილებლობით დახარჯული 3 192 600 ლარი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოში

გადაუდებელი აუცილებლობით დახარჯული 3 192 600 ლარი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოში

„ფაქტ-მეტრმა“ ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მიერ 2019 წლიდან დღემდე გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებები და არშემდგარი ტენდერები შეისწავლა

19/05/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბოლო სამი წელია, რაც ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებით უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლებთან ხელშეკრულებებს ტენდერების გარეშე აფორმებს და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. როგორც ირკვევა, სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერები ან არ შედგა, ან მიმწოდებელმა გეგმა-გრაფიკი დაარღვია. რამდენიმე შემთხვევაში კი შემსყიდველი გადაუდებელ აუცილებლობას პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებებით ხსნის. 

„ფაქტ-მეტრმა“   ა(ა)იპ ქ. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მიერ 2019 წლიდან დღემდე გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებები და არშემდგარი ტენდერები შეისწავლა. კვლევამ გვაჩვენა, რომ ორგანიზაციამ, საანგარიშო პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, 70-ზე მეტი ხელშეკრულება გააფორმა. მათი ჯამური ღირებულება 3 192 611 ლარს შეადგენს. ცხრილი ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმებული ხელშეკრულებები 2019-2021 წლებში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ცხრილიდან ჩანს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით არაერთი ხელშეკრულება შპს „მარი-ანასთან“ გაფორმდა. 

საინტერესოა ასევე, რომ რამდენიმე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულდა. მაგალითად: 2018 წელს გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში შპს „სოსთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 96 493 ლარი იყო, არ შესრულდა და 2019 წლის სექტემბერში ხელშეკრულება შეწყდა. 

სოციალური სერვისების სააგენტომ, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2019 წლის იანვარში, შპს „სოსთან“ კიდევ ერთი, 96 947 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება იმავე წლის სექტემბერში შეწყდა. 

მიუხედავად იმისა, შპს „სოსი“ უკვე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩებოდა, სოციალური სერვისების სააგენტომ მასთან ხელშეკრულება 2019 წლის ივლისშიც დადო და ისიც შეწყვიტა. 

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ხელშეკრულებები გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში გაფორმდა შპს „მარი-ანასთან“, რომელიც ელექტრონულ შესყიდვებში მონაწილეობდა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში შპს „მარი-ანამ“, ჯამში, 770 960 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

არაერთი ელექტრონული ტენდერი, რომელთა ფარგლებშიც ორგანიზაციას სხვადასხვა საკვები პროდუქტი უნდა შეესყიდა, არ შედგა. კერძოდ, ქათმის ფილეს შეძენის მიზნით, 2019 წლის 29 ნოემბერს, გამოცხადდა 391 172 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომლიც არ შედგა. უშედეგოდ დასრულდა რამდენიმე დღეში გამოცხადებული 330 320 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერიც, რომელიც ქათმის ფილესა და ქათმის ბარკლების შესყიდვას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ, 2020 წლის იანვარში შემსყიდველმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და ერთი თვის სამყოფი პროდუქტის გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ნებართვა სთხოვა. თანხმობის შემდეგ, ხელშეკრულება შპს „მარი-ანასთან“ გააფორმა.

2019 წლის 31 დეკემბერს, სხვადასხვა სახის ბოსტნეულის შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NAT190026076, რომლის სავარაუდო ღირებულება 653 898 ლარი იყო. მასში ხუთი პრეტენდენტი ჩაერთო, თუმცა სატენდერო კომისიამ ხუთივეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ კვლავ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და განუმარტა, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაცია დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მანამდე კი ბენეფიციარებისთვის შესაბამისი შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელების ნებართვა ითხოვა. ნებართვის მიიღო, რის შემდეგაც, შემსყიდველმა სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ბაღჩეული გამარტივებული წესით შეიძინა. 

2020 წლის მარტის შემდეგ, ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტომ, არაერთ შემთხვევაში, გადაუდებელი აუცილებლობა პანდემიით გამოწვეული გარემოებით დაასაბუთა. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური სასადილოები რამდენიმე თვით დაიხურა და ბენეფიციარებს საკვები პროდუქტი თვეში ერთხელ, სახლში მიეწოდებოდათ. სოციალური სერვისების სააგენტო განმარტავს, რომ მას აღნიშნული ფაქტორების წინასწარ გათვლა არ შეეძლო. ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირი მიმწოდებელი შპს „ჯიბეა“, რომელთანაც შემსყიდველს, 2020 წლის განმავლობაში, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში, გაფორმებული აქვს 264 120 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები.

ყურადღებას იქცევს 2020 წლის 17 ნოემბერს ზეთის, მაკარონის, ვერმიშელის და შაქრის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები NAT200017557 (სავარაუდო ღირებულება - 55 210 ლარი) და  NAT200017545 (სავარაუდო ღირებულება - 75 950 ლარი). ორივე შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულება 131 160 ლარს შეადგენდა. ტენდერები არ შედგა და სოციალური სერვისების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ხელშეკრულებების გადაუდებელი აუცილებლობით გაფორმების ნებართვა ითხოვა. ოღონდ ამჯერად ღირებულება 1 803 ლარით გაზარდა. შემსყიდველმა ღირებულების გაზრდა ბოლო 10-12 დღეში ფასების მატებით ახსნა. 

შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილოების მომსახურებით ბათუმში 7 595 ბენეფიციარი სარგებლობს. მათი რიცხვი პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა, რადგან მერიამ გადაწყვიტა, უფასო სადილის მომლოდინე (დამატებით სიაში მყოფი) ბენეფიციარებიც დაეკმაყოფილებინა. თუმცა გაზრდილი ფასების პირობებში, ერთი ადამიანის კვებისთვის დღიურად გამოყოფილი თანხის ოდენობა არ გაზრდილა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა. ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დანართი 1-ის თანახმად, ყოველდღიური უფასო სადილისთვის საკვები პროდუქტების შესაძენად, წლის განმავლობაში 4 016 000 ლარია გათვალისწინებული. ეს ნიშნავს, რომ ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად, საშუალოდ, 1.44 ლარზე ოდნავ მეტია განკუთვნილი.  

თეგები:
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო
გახარჯვები
აუცილებლობა
კონცეფცია
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა