სოციალურ ქსელში ამერიკული ფეხბურთის მოთამაშის, პოლ დანქენის, გარდაცვალების შესახებ მანიპულაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). Facebook-მომხმარებლების თანახმად, რომელთაც კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებიათ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), ფეხბურთელი ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა.

მტკიცება, რომ პოლ დანქენის გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია, უცხოურ წყაროებში მისი გარდაცვალებისთანავე გაჩნდა. სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება ვაქცინასთან კავშირშია.

მეუღლის, ელენ დანქენის, Instagram-პოსტის თანახმად, პოლს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სირბილისას მოულოდნელად გული გაუჩერდა, საავადმყოფოში კი მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს. აღსანიშნავია, რომ ელენ დანქენს არც აღნიშნულ პოსტში და არც მას შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უხსენებია. მეტიც, საზოგადოებისთვის საერთოდ არაა ცნობილი, იყო თუ არა პოლ დანქენი ვაქცინირებული.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებები, რომ პოლ დანქენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგად გარდაიცვალა, უსაფუძვლოა.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი