საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ არეგულირებს.

აღნიშნული კანონის მიხედვით, პრემია ანუ ფულადი ჯილდო სახელმწიფო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს - ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში (მუხლი 24).

რაც შეეხება პრემიის ზღვრულ ოდენობას, კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს (მუხლი 28).

ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, 2021 წელს სახელმწიფო უწყებებში შრომის ანაზღაურებამ, ჯამში 1.7 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც პრემიების ხარჯი 37.6 მლნ ლარი (მთლიანი შრომის ანაზღაურების 2%) იყო. 2020 წელს შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 1.6 მლრდ ლარი დაიხარჯა, პრემიის ხარჯი 15.4 მლნ ლარი (1%) იყო. 2019 წელს იგივე მონაცემებმა შესაბამისად - 1.5 მლრდ და 35.9 მლნ ლარი (2%) შეადგინა. ბოლო წლებში პრემიებზე ყველაზე მეტი თანხა 2014 წელს დაიხარჯა - 107 მლნ ლარი, რაც მთლიანი შრომის ანაზღაურების 8% იყო.

უფრო დეტალურად, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების შრომის ანაზღაურებამ 31.7 მლნ ლარი, პრემიის ხარჯმა 1.5 მლნ (მთლიანი შრომის ანაზღაურების 5%) შეადგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელფასებზე - 2.5 მლნ, პრემიებზე კი 136 840 ლარი დაიხარჯა, რაც მთლიანი შრომის ანაზღაურების 5%-ია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების ხარჯი 7.1 მლნ ლარი იყო, პრემიებისთვის კი 53 316 ლარი გაიცა (1%).

რაც შეეხება ცალკეული სამინისტროების საპრემიო ხარჯებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 1: სამინისტროების საპრემიო ხარჯები (ლარი)

წყარო: ბიუჯეტის მონიტორი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2021 წელს ყველაზე დიდი ოდენობით პრემია შსს-ში, იუსტიციის, თავდაცვის და განათლების სამინისტროებში გაიცა. რაც შეეხება სამწლიან პერიოდს, 2020 წელს სამინისტროების უმრავლესობაში პრემია თითქმის არ გაცემულა, გამონაკლისი შსს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროები იყო.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი