„ემი“ ჯგუფი, რომელიც ანტივაქსერებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გამავრცელებლებს აერთიანებს, Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა 4 წლის არგენტინელი ბავშვის გარდაცვალების შესახებ. პოსტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ბიჭი არგენტინის ვაქცინაციის კამპანიის სახე იყო. აღსანიშნავია, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, სადაც ხშირ შემთხვევაში, ეს ფაქტი მცდარად ვაქცინაციასთან, მათ შორის კოვიდვაქცინასთან, იყო დაკავშირებული.

სანტინო გოდოი ბლანკო არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელ ვაქცინაციის კამპანიაში მართლაც იყო ჩართული, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა ვაქცინაციას წითელას, წითურას, ყბაყურას და პოლიომიელიტის წინააღმდეგ. აღნიშნულ კამპანიას COVID-19-ის ვაქცინაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

3 ნოემბერს, ბლანკო ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხით შეიყვანეს, სადაც შემდგომში გარდაიცვალა. აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ ბლანკო ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა, რაც ორივე ფილტვის ინფექციას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ „ემი“ ჯგუფის მიერ გავრცელებულ პოსტში ნახსენებია, რომ 4 წლის ბიჭი პნევმონიით გარდაიცვალა, საერთო ჯამში, პოსტი აუდიტორიაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი მოულოდნელი გარდაცვალება, სწორედ ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი