სოციალურ ქსელში ფიდელ კასტროს ყალბ ციტატას ვრცელდება. პოსტის თანახმად, ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ „შემდეგი ომი ევროპაში იქნება რუსეთსა და ფაშიზმს შორის, ოღონდ დასავლეთის სამყარო ამ ფაშიზმს დემოკრატიას დაარქმევს“. გავრცელებული ციტატა ყალბია და ის ფიდელ კასტროს არ ეკუთვნის.

ღიად არსებულ წყაროებში არ დასტურდება, რომ აღნიშნული ციტატა ფიდელ კასტროს ეკუთვნის. LANIC _ Latin American Network Information Center წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, სადაც ფიდელ კასტროს გამოსვლების დროს წარმოთქმული სიტყვები 1956 წლიდან 1996 წლის ჩათვლით არის თავმოყრილი. ვებგვერდზე საკვანძო სიტყვებით ძიებისას მსგავსი ციტატის შემცველი წერილობითი დოკუმენტი არ იძებნება.

ფიდელ კასტროს ბიოგრაფია და მისი გამოსვლების წერილობითი დოკუმენტები წარმოდგენილია საიტზე fidelcastro.cu. ვებგვერდზე ერთ-ერთი სექცია სწორედ მის გამოსვლებსა და განცხადებებს ეძღვნება. აღნიშნულ სექციაში საკვანძო სიტყვებით - „დემოკრატია“ ან „ფაშიზმი“ - ძიებას ფიდელ კასტროს რამდენიმე განცხადებამდე მივყავართ, თუმცა არც ერთი მათგანი ზემოთ მოცემული ციტატის იდენტური ან მსგავსი შინაარსის არ არის. განცხადება არც ფიდელ კასტროს 138 ყველაზე ცნობილ გამოთქმათა კრებულში იძებნება.

2016 წლის 26 ნოემბერს, ფიდელ კასტროს გარდაცვალების მეორე დღეს, reuters-მა კუბის ყოფილი ლიდერის ცნობილი ციტატები სტატიის სახით გამოაქვეყნა,.2008 წელს მსგავსი სტატია The Guardian-მაც შესთავაზა მკითხველს, თუმცა არც ერთ მათგანში ფიდელ კასტროს განცხადება ევროპაში მორიგი ომის შესახებ არ იძებნება.

შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული ციტატა ფიდელ კასტროს ეკუთვნის. ციტატა გამოგონილია და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მისი გავრცელება აღნიშნული ომის გამართლებას ემსახურება.

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი