პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ლატვიაში საახალწლო მთავარი ნაძვის ხე ნაცისტური სიმბოლოებით - სვასტიკებით მორთეს. პოსტში მოცემული ინფორმაცია კონტექსტის დამახინჯებითაა წარმოდგენილი, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, ნაძვის ხე არა ნაცისტური, არამედ ლატვიის ეროვნული სიმბოლო ugunskrusts-ით („ცეცხლოვანი ჯვარი“) არის მორთული.

გრაფიკული სიმბოლო სვასტიკა არა თუ ფაშიზმის, არამედ გერმანიის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე, დიდი ხნით ადრე - პრეისტორიულ ხანაში თანამედროვე აზიის ტერიტორიაზე, გაჩნდა. ის ფაქტი, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სვასტიკა ნაციზმის სიმბოლოდ იქნა გამოყენებული, მის ისტორიულ წარმომავლობას არ ცვლის. ანალოგიურად გამოიყენება ვარსკვლავი - როგორც სხვადასხვა იდეოლოგიის სიმბოლო, მათ შორის - კომუნიზმის, სატანიზმის. თუმცა ვარსკვლავს ცალსახად კომუნისტურ ან სატანისტურ სიმბოლოდ არავინ მიიჩნევს.

ლატვიის ნაძვის ხეებზე დატანილია არა ნაცისტური, არამედ ლატვიის ეროვნული სიმბოლო ugunskrusts – „ცეცხლოვანი ჯვარი“, რომელიც ლატვიის გეოგრაფიულ არეალში ჯერ კიდევ III-IV სს-ში ფიქსირდება. „ცეცხლოვანი ჯვრის“ კულტურულ მნიშვნელობაზე ლატვიის კულტურის სამინისტროს ეროვნულ ენციკლოპედიაშიც არის საუბარი. ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ „ლატვიის ტერიტორიაზე „ცეცხლოვანი ჯვრის“ უძველესი ნიმუშები მე-3 საუკუნით თარიღდება. მომდევნო საუკუნეებში ცეცხლოვანი ჯვარი გვხვდება ლატვიის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის არქეოლოგიურ მასალაში“.

ამავდროულად, ენციკლოპედიის მიხედვით, ლატვიაში სიმბოლოს გამოყენება ნაციზმის კონტექსტში აკრძალულია, თუმცა მისი გამოყენება, როგორც უძველესი ეროვნული სიმბოლო, მისაღებია.

ამრიგად, ლატვიის ნაძვის ხეზე დატანილია არა ნაცისტური სვასტიკა, არამედ ლატვიის ეროვნული სიმბოლო. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციაა.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი