სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტი გავრცელდა, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტის სისხლში ურანი იყო აღმოჩენილი.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სააკაშვილის სისხლში ურანის აღმოჩენის ფაქტი უარყო.

კონკრეტული ამბავი, სავარაუდოდ, სათავეს ამერიკული ტოქსიკოლოგიური დასკვნიდან იღებს. რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგების თანახმად, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში თმისა და ფრჩხილის ანალიზით, ვერცხლისწყალი და დარიშხანი აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია მედიკამენტებით მკურნალობას ან რაიმე სამედიცინო ჩარევას არ უკავშირდება. სმიტი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატს წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გართულებები სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირდება. თუმცა, ურანზე არც აღნიშნულ ანალიზში არაა საუბარი.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლში ურანი აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი