Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ დეზინფორმაციას ამჯერად არგენტინელი ფეხბურთელის, ლიონელ მესის შესახებ ავრცელებს. კერძოდ, მათი მტკიცების თანახმად, ლიონელ მესი სატანასთან და ილუმინატთან არის დაკავშირებული. გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის რამდენიმე ფოტო და ვიდეო, სადაც მესის ტატუ და მისი თხასთან გადაღებული კადრები ჩანს.

სინამდვილეში, ტატუ, რომელიც მესის მარჯვენა მკლავზე აქვს, ილუმინატთან და სატანიზმთან არავითარ კავშირში არ არის. რეალურად, როგორც სპორტული ვებგვერდები განმარტავენ, არგენტინელმა ფეხბურთელმა ტატუ მის ცოლს, ანტონელა როკუზოს მიუძღვნა და მარჯვენა მკლავზე სწორედ მისი თვალი ამოისვირინგა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს არგენტინელმა ჟურნალისტმა, დიეგო ბორინსკიმ Twitter-ზე მესის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მესის ახალი ტატუ ანტონელას ეძღვნებოდა და ტატუზე სწორედ მისი თვალები იყო გამოსახული.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდზე გავრცელებულ დეზინფორმაციულ პოსტში მესის თხასთან გადაღებული ფოტოც კი სატანიზმთან არის დაკავშირებული. თუმცა, აღნიშნული მტკიცება ყალბი და უსაფუძვლოა. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოები სიმბოლურია და სიტყვა „GOAT”-თან არის დაკავშირებული, რომელიც კემბრიჯის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ფრაზის „Greatest Of All Time“ („ყველა დროის საუკეთესო“) აბრევიატურას წარმოადგენს. ამავე განმარტების მიხედვით, სიტყვა “GOAT” ძირითადად სპორტთან დაკავშირებით გამოიყენება და მიემართება ადამიანს, რომელმაც საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა.

ამდენად, გავრცელებული პოსტი, რომელიც ლიონელ მესის სატანიზმთან აკავშირებს, Facebook-მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ყალბია.

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი