სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა იყენებს ვაქცინის ბუსტერ დოზებს ბავშვების მოსაკლავად“.

აღნიშნული დეზინფორმაცია არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმაორგანიზაციამ გადაამოწმა და შეაფასა, როგორც მცდარი ინფორმაცია (იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

საუბარია 2021 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერზე, სადაც „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ გენერალურ დირექტორი ამბობს, რომ „უმჯობესი იქნება ბუსტერ დოზები გამოიყენონ იმ ჯგუფებზე, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის რისკი, ვიდრე, როგორც ვხედავთ, ზოგიერთ ქვეყანა იყენებს ბუსტერ დოზებს ბავშვებისთვის“. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე ტედროს გებრეიესუსი გაჩერდა სიტყვის „children“ (ბავშვების) პირველ მარცვალზე, რაც ჟღერდა როგორც „cil/kil“, შემდეგ კი მან სწორად წარმოთქვა სიტყვა. რაც ვიდეოში ისმის როგორც „cil-children". აღნიშნული მონაკვეთი ამოჭრეს და არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს სოციალურ ქსელში.

რეალურად, „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი, ვაქცინების ხელმისაწვდომობასა და უთანასწორობაზე საუბრობს, მაშინ როდესაც უფრო მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ბავშვების ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია იყო დაწყებული, ღარიბ ქვეყნებში დაავადების გართულების მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა არ იყო აცრილი.

პოსტის ავტორი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ „COVID-19-ისვაქცინები კლავს“. რეალურად, ვაქცინების ერთადერთი ფუნქცია COVID-19 დაავადებასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებებისგან (როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი) დაცვაა.

ამრიგად, მტკიცება თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა იყენებსვაქცინის ბუსტერ დოზებს ბავშვების მოსაკლავად“, არის ყალბი ამბავი.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი