• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გეგმის შესრულების დაბალი მაჩვენებელი აქვს

აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის მიხედვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გეგმის შესრულების დაბალი მაჩვენებელი აქვს

„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის გემის შესრულების შესახებ სტატია სექტემბერში გამოაქვეყნა. ამჯერად სამი კვარტლის მონაცემებს გაგაცნობთ

12/01/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის გემის შესრულების შესახებ სტატია სექტემბერში გამოაქვეყნა. ამჯერად სამი კვარტლის მონაცემებს გაგაცნობთ. ორივე შემთხვევაში, ჩვენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ ანგარიშებს ვეყრდნობით.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 335 370 400 ლარი იყო, ხოლო ფაქტობრივმა დაფინანსებამ 252 290 000 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 75,2%-ია.

დაზუსტებული გეგმის დიდი წილი მოდის „საერთო დანიშნულების რესპუბლიკურ გადასახდელებზე“, რომელიც მოიცავს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემ კაპიტალურ და სპეციალურ ფინანსურ დახმარებას; სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსებას; საწევროებს საერთაშორისო ორგანიზაციებში; აჭარის ა/რ სარეზერვო ფონდს, სესხების მომსახურების ხარჯებს; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯებს; ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს; ჯილდოებისა და საპატიო წოდებებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელების ფინანსურ უზრუნველყოფას; ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური რისკების რაოდენობრივ განსაზღვრას და ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის ხელშეწყობას. ამ მიზნებისთვის, ჯამში, 150 361 600 ლარის ოდენობის დაფინანსება იყო დაგეგმილი, თუმცა ათვისებულია 110 784 500 ლარი, რაც დაზუსტებული გეგმის 73,7%-ია.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული კლასიფიკაცია, დაზუსტებული გეგმა და ფაქტობრივი დაფინანსება, ლარი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

გეგმის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც მიმდინარე წლის ორ კვარტალში, კვლავ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს. საანგარიშო პერიოდში (სამ კვარტალში) მან მთლიანი ასიგნებების 67,6% აითვისა. რაც შეეხება გრაფიკზე ნაჩვენებ დანარჩენ ორგანიზაციებს, ფაქტობრივი დაფინანსების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო - 89,1%; აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) – 88,3%; აჭარის ა/რ მთავრობა - 85,5%; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 78,9%; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 90,4%; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 82,6%.

ანგარიშის თანახმად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შესრულების დაბალი პროცენტი აჩვენა სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელების თვალსაზრისით. კერძოდ, სამი კვარტლის გეგმა 164 000 ლარს შეადგენდა, ხოლო საკასო შესრულება 68 200 ლარია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო აჭარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ურბანული თვალსაზრისით სტრატეგიული დასახლებების განაშენიანების გეგმების შედგენა. შემუშავდა გეგმარებითი დავალებების პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს დასამტკიცებლად წარედგინა. როგორც ირკვევა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის საკურორტო ადგილისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარასა და მუხაესტატის ადმინისტრაციულ ერთეულების განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს. შუახევის მუნიციპალიტეტის ჩირუხის მთის განაშენიანების გეგმის შედგენისთვის საჭირო კვლევითი მასალების მოძიება და დამუშავება უკვე დასრულებულია. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ექსპერტ-სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმება სრულად არ განხორციელდა, იმ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭიროების არარსებობის გამო. საბოლოოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ათვისებულია დაგეგმილი ასიგნებების 41,6%.

უფრო დაბალია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამისთვის განკუთვნილი ასიგნებების საკასო შესრულების მაჩვენებელი. 2 114 600 ლარიდან, მხოლოდ 395 200 ლარი გაიხარჯა, რაც 18,7%-ს უდრის. ამ თანხაში შედის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყლის ტერიტორიაზე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა. ფაქტ-მეტრი უკვე წერდა, რომ აღნიშნული პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ სამუშაოები განსაზღვრულ ვადაში ვერ ჩააბარა. ასევე ანაზღაურდა ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯი. თუმცა იმავე მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის, მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გათვალისწინებული საავანსო თანხა კონტრაქტორმა საანგარიშო პერიოდში არ მოითხოვა, ამასთანავე, მიმწოდებელმა დროულად ვერ დაასრულა ადგილის კეთილმოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები. კიდევ ერთმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩააბარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, ის საერთოდ არ შედგა. აღნიშნულმა ფაქტორებმა თანხის ათვისების დაბალი მაჩვენებელი განაპირობა.

საინტერესოა, რომ ჯერაც არ დასრულებულა ე. წ. ოცნების ქალაქში მიმდინარე მშენებლობა, რომლის ჩაბარების ვადაც არაერთხელ გახანგრძლივდა. ფაქტ-მეტრმა ამის შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. ბოლოს ჩვენ აღნიშნულ საკითხს მიმდინარე წლის დასაწყისში დავუბრუნდით. გაუსაძლის პირობებში მცხოვრებ ეკომიგრანტ და სხვა სოციალური კატეგორიის მქონე, ჯამში, 582 ოჯახს დაპირებული საცხოვრებელი აქამდე არ მიუღია. 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება კი გაიზარდა და ნაცვლად 38 745 999 ლარისა, 39 115 034 ლარს შეადგენს. კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების 72% ანუ 28 328 208 ლარი. აღნიშნული მშენებლობა სოციალური და სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 2022 წლის სამი კვარტლის მიხედვით, გეგმა 15 000 000 ლარს შეადგენს, საკასო შესრულება კი - 7 383 100 ლარს, ანუ 49,2%-ს. სამინისტრო განმარტავს, რომ კონტრაქტორმა დაგეგმილი სამუშაოების დროული შესრულება ვერ უზრუნველყო, რის გამოც ის დაჯარიმდა.

სამი კვარტლის მთლიანი ასიგნებებიდან, 3 500 000 ლარიდან, მხოლოდ 14,5% ანუ 506 100 ლარი გაიხარჯა აჭარის მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირების ქვეპროგრამაზე, რომელიც შუახევი (ხიჭაური) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. საანგარიშო პერიოდში დაბა ხულო - გოდერძის უღელტეხილზე 1 063 გრძ/მ გაზსადენი მოეწყო. შესრულების ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროექტის შეფერხებით მიმდინარეობის მიზეზი ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში დაბალია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების საკასო შესრულებაც. 68 044 500 ლარიდან ათვისებულია მხოლოდ 49 372 100 ლარი. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემ სპეციალურ ფინანსურ დახმარებას, დაზუსტებული გეგმა 40 147 700 ლარია, საიდანაც 31 903 200 ლარი გაიხარჯა.

გრაფიკი 2. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებები, ლარი

2.1 კაპიტალური

2.2 სპეციალური

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

გრაფიკი 2 აჩვენებს, რომ კაპიტალური ფინანსური დახმარების ყველაზე მცირე მოცულობა განკუთვნილი იყო შუახევის მუნიციპალიტეტისთვის, რომელსაც, ამასთანავე, ყველაზე დაბალი საკასო შესრულება აქვს. რაც შეეხება სპეციალურ ფინანსურ დახმარებას, ექვს მუნიციპალიტეტს შორის, უმცირესი საკასო ათვისებით ბათუმი გამოირჩევა.

გრაფიკი 3. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებების ათვისების პროცენტული მაჩვენებელი აჭარის ა/რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო

მთლიანობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისთვის გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების შემთხვევაში, დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებით, საკასო შესრულება 72,6%-ს შეადგენს, ხოლო სპეციალური ფინანსური დახმარების შემთხვევაში - 79,5%-ს.

თეგები:
რეალური ზრდა
უცხოური გრანტები
კალაძე
ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა