სოციალურ ქსელში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ფოტო და მასზე დატანილი ციტატა ვრცელდება: „სხეული ჩემია და მინდა პირით განვაცდევინებ ორგაზმს, მინდა ტრაკჩახდილი ვივლი საზღვარზე“. რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა სახეცვლილია.

2020 წელს საქართველოში ნარკოპოლიტიკისა და პროსტიტუციის ლიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „ადამიანის სხეული არის მისი საკუთრება 100 პროცენტით, არავისი სხვისი და ამ სხეულს როგორც უნდა, რაშიც უნდა იმაში გამოიყენებს მანამ, სანამ სხვას ზიანს არ აყენებს ამიტომ, ჩემი სხეული ჩემია, ნიშნავს მაგას. მათ შორის, პროსტიტუცია არის ის, რომ ჩემი სხეულით მინდა დავთოხნი და ისე ვიშოვი ფულს, მინდა წავალ და ჩემი მარჯვენით და ჩემი პირის გამოყენებით ვიღაცას მივაღწევინებ ორგაზმს და მაგაში გამოვართმევ ფულს. ჩემი საქმეა და არავისი სხვისი საქმეა თუ არ ვძალადობ...“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა ზურაბ ჯაფარიძის ორიგინალი ციტატის დამახინჯებული ვერსიაა.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი