სოციალურ ქსელში ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის დირექტორის, ალბერტ ბურლას ვიდეო ვრცელდება. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ, რომ „Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათ სურთ 2023 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 50%-ით შემცირება!!!“. რეალურად, ვიდეოში ალბერტ ბურლა არა მოსახლეობის 50%-მდე შემცირებაზე, არამედ იმ ადამიანთა რიცხვის 50%-ით შემცირებაზე საუბრობს, რომლებსაც Pfizer-ის მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებოდათ.

კონკრეტული ვიდეო დავოსში გამართულ 2022 წლის 25 მაისის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდანაა. შეხვედრაზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელ კლაუს შვაბთან ერთად საუბრისას, ბურლამ კომპანიის საქმიანობასა და მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის, Pfizer-ის მიერ დაწყებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 45 დაბალ შემოსავლების მქონე ქვეყანას პატენტით დაცული მედიკამენტებზე ექნებოდა წვდომა. სწორედ აღნიშნულ ინიციატივაზე საუბრისას ბურლამ გააჟღერა:

„როდესაც მე და ჩემმა გუნდმა 2019 წელს დავიწყეთ მუშაობა და 2019 წლის იანვარში მომდევნო 5 წლის მიზნების შემუშავებისთვის შევხვდით კალიფორნიაში, მაშინ ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ 2023 წლისთვის მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც არ აქვთ წვდომა ჩვენს მედიკამენტებზე, 50%-ით შევამცირებდით. ვფიქრობ, დღეს ეს ოცნება რეალობად იქცევა“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი შეთქმულების თეორიას იმეორებს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება არის დაგეგმილი.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი