Facebook-ანგარიში „სულიერი სამყარო“ სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ პლანოში „სატანისტური სასტუმრო“ იხსნება. „სატანისტური ელემენტების მქონე“ სასტუმროს გახსნის შესახებ ყალბი მტკიცებები უცხოენოვანი Facebook-ანგარიშების მიერაც აქტიურად ვრცელდებოდა (1,2,3).


სინამდვილეში, გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული ფოტოები ტანსაცმლის ბრედ „Ink Poisoning“-ს ეკუთვნის, რომელიც აღნიშნულ ილუსტრაციებს საკუთარ Instagram და Facebook-გვერდებზე აქვეყნებს (1,2). კომპანიის მიერ სოციალურ ქსელებში განთავსებულ პოსტში ნათქვამია, რომ გავრცელებული ფოტოები მათი „AI (ხელოვნური ინტელექტის) კონცეფციაა“

ამასთან, ტეხასის ქალაქ პლანოს მედიასთან კომუნიკაციების დირექტორმა სტივ სტოლერმა სააგენტო Reuters-თან მიმოწერისას განაცხადა, რომ ქალაქ პლანოში მსგავსი სატანისტური ელემენტების მქონე სასტუმრო არ არსებობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მტკიცება ერთ-ერთმა Facebook-მომხმარებელმა თავდაპირველად სოციალურ ქსელში ხუმრობით გაავრცელა. მოგვიანებით, როდესაც პოსტი ვირუსულად გავრცელდა, Facebook-მომხმარებელმა თავადვე აღნიშნა, რომ „სატანისტური სასტუმროს“ გახსნის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამებოდა.

ამდენად, მტკიცება, რომ ქალაქ პლანოში „სატანისტური სასტუმრო“ იხსნება, ყალბია. გავრცელებული ილუსტრაციები კომპანია „Ink Poisoning“ ეკუთვნის და ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი