• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის გამოგონილი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებულ პოსტში ლიზ ტრასის ფოტოსთან ერთად ვხვდებით ტექსტს, რომელიც, ავტორის მტკიცებით, ბრიტანეთის ექს-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებაა: 

„ლიზ ტრასი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) – ამას 400 წელი ველოდებოდით და ვისწრაფოდით.  როგორც იქნა, ჩვენი ოთხსაუკუნოვანი ოცნება ახდა! ყველას გილოცავთ! სლავები უკვე რვა წელია უკრაინაში ერთმანეთს ხოცავენ! და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთმანეთი დახოცონ არა რვა წელი, არამედ ოთხმოცი!!! და როცა უკრაინელებისგან აღარაფერი აღარ დარჩება და რუსებიც შემცირდებიან, მაშინ ჩვენ, ანგლო-საქსები, ავმოქმედდებით. რუსებს აღარ ეყოლებათ მილიონი უკრაინელი ჯარისკაცი, რაც წითელ არმიაში ჰყავდათ, ამიტომაც მათი დამარცხება გაგვიადვილდება. ამიტომ, ახლა ყველა ჩემს ქვეშევრდომს ორცხობილასა და წყალზე დავსვამ, მათ შუა საუკუნეებში დაბრუნებას ვაიძულებ, მაგრამ უკრაინელებსა და რუსებს შორის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას  არ დავუშვებ (ჩემთვის ყველა ერთნაირია)!... “

საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ფოტოს არ მოჰყვება დამატებითი ინფორმაცია იმას შესახებ, თუ როდის ან სად, რომელ მედიასთან ინტერვიუში ან რომელი ბრიფინგის/გამოსვლის დროს გააკეთა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზემოაღნიშნული განცხადება. 

გარდა ამისა, გადამოწმების შედეგად ლიზ ტრასის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი ციტატა არც ქართულ და არც უცხოურ მედიასა და ღია წყაროებში არ იძებნება. ეს ფოტოსურათი, თანდართული ტექსტით, რამდენიმე რუსულ საიტზე ვრცელდება, თუმცა არცერთ მათგანს დამადასტურებელი წყარო მითითებული არ აქვს.

ამგვარად, ზემოაღნიშნული განცხადება, რომელსაც ბრიტანეთის ექს-პრემიერს, ლიზ ტრასს მიაწერენ, გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება.

----- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჰავაი
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
ლიზ ტრასი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა