• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გაეროს სხდომაზე 187-მა ქვეყანამ ღაზას სექტორში გენოციდის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

დეზინფორმაცია: გაეროს სხდომაზე 187-მა ქვეყანამ ღაზას სექტორში გენოციდის შეწყვეტას მხარი დაუჭირა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Abuladze Paata, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ამტკიცებს, რომ გაეროს სხდომაზე 187-მა ქვეყანამ ღაზას სექტორში გენოციდის შეწყვეტას მხარი დაუჭირა, საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეალურად, ავტორის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც სახელმწიფოების პოზიციებს ასახავს, აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური ემბარგოს შეწყვეტის შესახებ მსჯელობას უკავშირდება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციასთან კავშირი არ აქვს. 

 

2023 წლის 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ღაზაში ისრაელის ძალებსა და ჰამასის სამხედროებს შორის „დაუყოვნებელი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავის” მიღწევისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ასევე მოითხოვს სასიცოცხლო მარაგებისა და სერვისების „უწყვეტ, საკმარის და შეუფერხებელ“ მიწოდებას ანკლავის შიგნით დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რეზოლუცია იორდანიამ წარადგინა, მას მხარი 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა,  14-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 45-მა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. 

 

წყარო: https://shorturl.at/fwDIV 

მნიშვნელოვანია, რომ Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტო აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს შეწყვეტის შესახებ მსჯელობას უკავშირდება. ამდენად, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას მხარი 120-მა სახელმწიფომ დაუჭირა და არა 187-მა, როგორც ამას Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს. ამასთანავე, მცდარია ინფორმაცია, რომ დიდმა ბრიტანეთმა რეზოლუციის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა. დიდმა ბრიტანეთმა, საქართველოს და უკრაინის მსგავსად, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ინფორმაციას ხმისმიმცემი სახელმწიფოებისა და მათი პოზიციების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია X-ზეც ავრცელებს:

 

წყარო:https://twitter.com/UN_News_Centre/status/1717992371906839005/photo/2 

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო სრულიად სხვა საკითხზე გამართულ მსჯელობას უკავშირდება და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან არასწორად არის დაკავშირებული. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ისრაელი
#გაეროს რეზოლუცია
#საქართველო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა