სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „სალომეს ფანჩატური“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ მიმართული გვერდია, სოციალურ ქსელში ამ მიზნით მორიგი ყალბი ინფორმაცია 28 მაისს გამოაქვეყნა. კერძოდ, სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა განათავსა ფოტო, რომელზეც თითქოს დატანილია სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მსვლელობის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრიანი პლაკატი უჭირავს ხელში.

სინამდვილეში, სურათი რედაქტირებულია. ნამდვილი ფოტო 2019 წლის პირველი ივნისით თარიღდება, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის თარიღი ფოკის მამათა მონასტერში აღნიშნა და წმინდა ნინოს ჯვრით მომლოცველების მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

ამას ადასტურებს სხვადასხვა მედიისა და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოვლენის ამსახველი ფოტოკადრები.

ფოტოკოლაჟში ნათლად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს ხელში უჭირავს არა პლაკატი, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერია დატანილი, არამედ წმინდა ნინოს ჯვარი.

ამდენად, გამოქვეყნებული ფოტო, რომლის მიხედვით სალომე ზურაბიშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრის ამსახველი პლაკატი უჭირავს, რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი