2014 წლის 8 მაისს ამომრჩევლებთან შეხვედრისას, კოალიცია „ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ NDI-ის (National Democratic Institute), კვლევის შედეგები გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი კანდიდატურის კვლევაში არმოხვედრის შესახებ, კითხვა იმ ორგანიზაციას უნდა დაესვას, რომელმაც აღნიშნული კვლევა ჩაატარა. საკითხის კომენტირებისას, მან განაცხადა: „როგორ მოხდა, რომ 26 მარტიდან 18 აპრილამდე წარმოებული კვლევების ფარგლებში, იმ კანდიდატის სახელი და გვარიარ დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალურად 4 აპრილს, ანუ მიმდინარე საველე კვლევების დასაწყისშიიქნაწარდგენილი“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, თუ რატომ არ მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა 8 მაისს გასაჯაროვდა. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანაშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ იყო დაფინანსებული და საქართველოში საზოგადოების განწყობის შესწავლასისახავდამიზნად.

კვლევა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. კვლევის ბოლო ეტაპის საველე სამუშაოები 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში 3942 ინტერვიუ განხორციელდა. ინტერვიუებისათვის რესპონდენტები საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში შეირჩა, მათ შორის ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. კვლევისათვის დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა 12 თვითმმართველ ქალაქში განხორცილედა. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდ, თელავი, მცხეთა. კვლევის ფარგლებში ყველა ინტერივიუ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. აღნიშნული კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1 პროცენტია.

კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქის მერობის ყველაზე სასურველი კანდიდატი დავით ნარმანიაა 39%-ით, მეორე ადგილს კი 10%-ით ნიკა მელია იკავებს.

image001

თბილისის მერობის კანდიდატებში საზოგადოების სიმპათიები შემდეგნაირად გადანაწილდა:

image002

აღნიშნულ კვლევაში ინფორმაცია დიმიტრი ლორთქიფანიძის შესახებმართლაც არ გვხვდება. ის, თუ რატომ არ მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა კვლევაში, ჩვენ NDI-ში გადავამოწმეთ. ორგანიზაციაში განგვიმარტეს, რომ მაშინ როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე ოფიციალურად წარადგინა, კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები უკვე 9 დღის დაწყებული იყო (მისი კანდიდატურა ოფიციალურად 4 აპრილს დასახელდა, საველე სამუშაოები კი 26 მარტს დაიწყო). შესაბამისად, კითხვარში ინფორმაციის განახლება უკვე შეუძლებელი იყო. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ მოხდა კვლევის პროცესის დაყოვნება იმ დრომდე, ვიდრე მერობის ყველა კანდიდატი გამოვლინდებოდა, NDI-ში გვიპასუხეს, რომ თითოეული კვლევის ჩატარებისათვის არსებობს წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები. ამასთან, აღნიშნული კვლევა მიზნად სხვადასხვა ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ საზოგადოების განწყობების გამოვლენას და არა უშუალოდ მერობის კანდიდატების რეიტინგების დადგენასისახავდა. შესაბამისად, მისი გარკვეული დროით გადადება ან შეჩერება მხოლოდ იმიტომ, რომ მერობის რომელიმე კანდიდატი გამოვლენილი ჯერ არ იყო, ვერ მოხერხდებოდა.

რაც შეეხება კვლევაში მოხვედრილ მერობის სხვა კანდიდატებს, 2013 წლის ნოემბერში უკვე ცნობილი იყო, რომ კოალიცია „ქართულის ოცნების“ სახელით მერობისთვის დავით ნარმანია იბრძოლებდა, „ნაციონალურმა მოძრობამ“ საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად 2014 წლის 12 მარტს წარადგინა. 2014 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, გია გაჩეჩილაძე იქნებოდა. კახა კუკავამ კი 2014 წლის 10 მარტს განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში თავად ჩაერთვებოდა.

დასკვნა

როგორც ვნახეთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მიზნად სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი განწყობების გამოვლენასისახავდა, მერობის კანდიდატების ჩამონათვალში დიმიტრი ლორთქიფანიძე არ გვხვდება. მისი კანდიდატურა მას შემდეგ გამოვლინდა, რაც აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები უკვე ცხრა დღის დაწყებული იყო და არა კვლევის დასაწყისში, როგორც ეს მერობის კანდიდატმა განაცხადა. როგორც NDI–ში განგვიმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის ჩატარებისათვის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები და წესები არსებობს, ველზე გასული კითხვარის უკან დაბრუნება, მასში ცვლილებების შეტანა და კვლევის პროცესის ხელახლა დაგეგმვა შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნული კვლევა ზოგადი ხასიათის იყო და ის უშუალოდ მერობის კანდიდატის რეიტინგების გამოვლენისაკენ არ იყო მიმართული. შესაბამისად, კვლევის იმ დრომდე დაყოვნებაც ვერ მოხერხდებოდა, ვიდრე მერობის ყველა კანდიდატი გამოვლინდებოდა.

ჩვენ ვასკვნით, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება: „როგორ მოხდა, რომ 26 მარტიდან 18 აპრილამდე წარმოებული კვლევების ფარგლებში, იმ კანდიდატის სახელი და გვარიარ დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალურად 4 აპრილს, ანუ მიმდინარე საველე კვლევების დასაწყისშიიქნაწარდგენილი“, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი