იტვირთება

2013

წლის 12 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა: „მცირდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები, რაც არის აღიარებული სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მხრიდან“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, საქართველოში ინვესტიციები მართლაც მცირდება, თუ არა.

პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური თავის განცხადებაში "საქსტატის" მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის                                                                         ვებ-გვერდზე

  გადავამოწმეთ.

2013 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის წინასწარი მონაცემი "საქსტატმა" 2013 წლის 6 ივნისს გამოაქვეყნა.

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის პირველ კვარტალში 226 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2012 წელს, პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 269 მლნ. აშშ დოლარი, მეორე კვარტალში 219 მლნ. აშშ დოლარი, მესამე კვარტალში 195 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში კი 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

cxrili

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2012 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 45 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 43 მლნ. დოლარით შემცირდა.

"

საქსტატის" მონაცემებით,  2012 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებში ინვესტიციების მოცულობის კლების ტენდენცია აღინიშნებოდა. 2011 წლის ბოლო კვარტლის შემდეგ, ინვესტიციების მოცულობის ზრდა წინა კვარტალთან შედარებით პირველად 2013 წლის პირველ კვარტალში აღინიშნება.

პირველი კვარტალი ეკონომიკურად ყველაზე პასიურად მიიჩნევა, ყოველი მომდევნო კვარტალი კი წინამორბედზე აქტიურია. შესაბამისად, ყველაზე აქტიური კვარტალი მეოთხე კვარტალია და ეკონომიკური აქტივობაც, ინვესტიციების ჩათვლით, როგორც წესი, ყველაზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები წინა, ყველაზე აქტიურ კვარტალთან შედარებით გაზრდილია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ  2012 წლის მე-4 კვარტალი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდი. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, არჩევნებმა და მასთან დაკავშირებულმა მოსალოდნელმა ცვლილებებმა შიდა და საგარეო პოლიტიკაში, საინვესტიციო გარემოზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

"

საქსტატს" სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა ) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი.

ნუგზარ წიკლაური განცხადებაში ამბობს, რომ ინვესტიციების შემცირება "საქსტატის" მიერ არის აღიარებული.

ჩვენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 2012 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემებსაც

 გავეცანით. ამ შემთხვევაში, პირველი კვარტლის მონაცემი შედარებულია, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან. 2012 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 269 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 55%-ით აღემატებოდა წინა წლის შესაბამისი კვარტალს და 62%-ით 2010 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მაჩვენებლებს (აქ ნაჩვენებია 2011 წლის პირველი კვარტლის წინასწარ (174მლნ) და არა დაზუსტებული მონაცემთა (210მლნ) შედარება, რომელიც მოცემულია დიაგრამაზე).

"საქსტატის" რელიზი 2011 წლის პირველი კვარტლის უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე ანალოგიურად არის მომზადებული, როგორც 2012 წელს. მონაცემები შედარებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ასევე 2009 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან. „2011 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 174მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2,3-ჯერ აღემატება 2010 წლის და 1,5-ჯერ   2009 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს“ - ვკითხულობთ, "საქსტატის" ვებ-გვერდზე. დასკვნა "

საქსტატს" სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია, 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ინვესტიციების შემცირება დაფიქსირდა.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, ნუგზარ წიკლაურის განცხადება, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემცირებულია, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი