• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა

რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა

რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2025 წელს 3 პროცენტული პუნქტით - 13%-მდე შემცირდა.

27/01/2026
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2025 წელს 3 პროცენტული პუნქტით - 13%-მდე შემცირდა. პირველ ადგილზე 19%-ით შეერთებული შტატებია, მეორეზე - 17%-ით იტალია. 2025 წელს საზღვარგარეთიდან ჯამში 3.6 მლრდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა.

წლების განმავლობაში რუსეთი ფულად გზავნილებში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა მისი წილი რუსეთ-უკრაინის ომამდე მუდმივად მცირდებოდა. უფრო კონკრეტულად 2013-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 54%-დან 18%-მდე შემცირდა.

კლება 2022 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა, თუმცა მეორე კვარტლიდან ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები თანხობრივად 5-ჯერ გაიზარდა და 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

გრაფიკი 1: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

რუსეთიდან ფულადი გზავნილების პიკური მაჩვენებელი ზედიზედ 5 კვარტალი შენარჩუნდა და კლება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 2024 წელს რუსეთმა უკვე მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2025 წელს გაგრძელდა როგორც თანხობრივი, ასევე პროცენტული კლება. 2025 წელს გზავნილების მოცულობა მთლიანობაში 285 მლნ დოლარით, 3.646 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა რუსეთიდან 74 მლნ-ით - 468 მლნ-მდე შემცირდა, რაც 14%-იანი კლებაა.

2025 წელს, 2024 წლის მსგავსად პირველი ადგილი შეერთებულმა შტატებმა, ხოლო მეორე ადგილი იტალიამ დაიკავა. პირველ ხუთეულში სამი - იტალია, გერმანი და საბერძნეთი ევროკავშირის წევრია.

გრაფიკი 2: ფულადი გზავნილები (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2025 წელს 100 მლნ-ზე მეტი სულ შვიდი სახელმწიფოდან გადმოირიცხა და ამ ქვეყნების ჯამურმა წილმა 76%-ს გადააჭარბა. თუ პანდემიამდელ პერიოდს შევადარებთ, თანხობრივად ყველა ქვეყნიდან ზრდა ფიქსირდება, თუმცა წილობრივად ზრდა მხოლოდ სამ შემთხვევაშია.

გრაფიკი 3: წილები ფულად გზავნილებში


წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2025 წელს ჩინეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 180%-ით გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 2.7 მლნ დოლარამდე, რაც მთლიან გზავნილებში 0.1%-ზე ნაკლებია. ინდოეთიდან გზავნილები მიზერულია და 90 ათას დოლარს შეადგენს. კორეიდან და იაპონიიდან გზავნილების ჯამური მოცულობა 2.1 მლნ-ია, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან - 2.5 მლნ.

გზავნილების მოცულობა უფრო მაღალია არაბული ქვეყნებიდან: კატარი - 4.6 მლნ, ლიბანი - 9.6 მლნ, იორდანია - 18 მლნ, საუდის არაბეთი - 18 მლნ და არაბთა გაერთიანებული საამიროები - 22 მლნ. უჩვეულო ზრდა 5 ათასიდან 3.7 მლნ-მდე ფიქსირდება მოზამბიკიდანაც.

ფულადი გზავნილები მშპ-ის დათვლის ფორმულაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება და მოხმარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გზავნილებზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია. ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ყოველთვიურად გზავნილებს 300-325 ათასი ადამიანი ანაღდებდა.

ფულადი გზავნილების ფარდობითი წილი მშპ-ის 10%-ს აღემატება, ის უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი ექსპორტი და სამი კვარტლის მონაცემებით, 2.8-ჯერ მეტი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შემცირდა

    რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 13%-მდე შ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის მგფ ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაში  2 მლნ ლარზე მეტს გადაიხდის

    ქობულეთის სპორტკომპლექსის მშენებლობისთვი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%-ს გადააჭარბა

    ავტოექსპორტის წილმა მთლიან ექსპორტში 38%...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2026 | პერსონალური მონაცემების დაცვა