იტვირთება

„ფაქტ-მეტრი“ ქუთაისის მერიის მიერ პირდაპირი წესით განხორციელებული შესყიდვებით დაინტერესდა და რამდენიმე საყურადღებო დეტალი აღმოაჩინა.

დავიწყებთ იმით, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ შპს „ბუტიკი ქუთაისთან“ 5 000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა - ერთი წლით სტუმრებისთვის სარესტორნო მომსახურება შეისყიდა. უფრო ადრე კი 3 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე, ასევე ერთწლიანი ვადით, ხელშეკრულება შპს „ლა ფეტთან“ დადო.

2020 წლის 14 იანვარს შპს „ბაგრატი 1003-ისგან“ 10 000 ლარად შეიძინა სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება, ასევე 2020 წლის ბოლომდე და ამავე ღირებულების სარესტორნო (კვებითი) მომსახურება შპს „ანასტასიასგან“.

გარდა ამისა, ქუთაისის მერიამ, სარესტორნო მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამარტივებული წესით, კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. მთლიანობაში, ამ ტიპის მომსახურების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 63 000 ლარს შეადგენს. არსებულ ეტაპზე, გადახდილია მხოლოდ 1 509 ლარი. ქალაქის თვითმმართველობამ, მიმდინარე წელს, ორი ხელშეკრულება, ჯამში, 10 000 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტის შესყიდვაზეც გააფორმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის მიერ 2019 წელს გამარტივებული წესით შეძენილ სარესტორნო მომსახურებას, მთელი კალენდარული წლის განმავლობაში 28 შესყიდვა განხორციელდა. ქუთაისის მერიის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებისთვის შარშან გადახდილი თანხა ჯამში 114 800 ლარს შეადგენს.

საყურადღებოა 2019 წელს ბიუჯეტიდან სასტუმროებში, საჩუქრებსა და გასართობ ღონისძიებებში გადახდილი თანხების მოცულობაც.

ცხრილი 1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2019 წელს რესტორნების, სასტუმროების, საჩუქრებისა და გასართობი ღონისძიებებისთვის გადახდილი თანხის რაოდენობა. (ლარი)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

2020 წელს, გამარტივებული წესით, ქუთაისის მერიამ, სასტუმროს მომსახურების შესყიდვის მიზნით - 18 000 ლარის, საჩუქრების შესყიდვის მიზნით - 23 900 ლარის, ხოლო გასართობი ღონისძიებების მომსახურების შესასყიდად 48 755 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. აქედან, არსებული მდგომარეობით, ბიუჯეტიდან გადახდილია: საჩუქრების შესაძენად - 2 182 ლარი და გასართობი ღონისძიებებისთვის - 48 755 ლარი.


მსგავსი სიახლეები

3006 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი