იტვირთება

ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტია. კორონავირუსის პანდემიამ მოსახლეობაში ბუნებრივად გააჩინა კითხვა, საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგი არის თუ არა და შექმნილი მდგომარეობა ქვეყანაში ხორბლის შემოტანას ხომ არ შეაფერხებს. 2019 წელს საქართველოში ხორბალი 46.3 ჰექტარზე იყო დათესილი. ხორბლის მოსავალმა 101 ათასი ტონა შეადგინა. საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 2.5 ტონა იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ხორბლის მოხმარებამ 764 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, სასურსათო მოხმარება 638 ათასი ტონა იყო. მთლიანად მოხმარებული ხორბლიდან ადგილობრივი წარმოება 101 ათასი ტონაა, იმპორტირებული კი - 587. შესაბამისად, 2019 წლის მონაცემით, საქართველოს მიერ მოხმარებული ხორბლის 77% იმპორტირებულია და მხოლოდ 13% არის ადგილობრივი წარმოება (10% წლის დასაწყისში არსებული მარაგია).

2020 წლის განმავლობაში (იანვარ-მაისის ჩათვლით) საქართველოში ჯამში 42 255.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების - 195 491ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს თანხობრივად 8.8%-ით, რაოდენობრივად კი 14.4%-ით აღემატება.

ცხრილი1: ხორბლის იმპორტი 2019-2020 წლის იანვარ-მაისში (ათასი აშშ. დოლარი, ტ.)

წელი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

სულ

2019 (აშშ დოლარი)

7 578.1

8 016.1

7 215.4

9 769.5

6 239.1

38 818.2

2020 (აშშ დოლარი)

7 775.5

5 058

8 756

8 624.1

12 042.1

42 255.7

2019 ()

34 080.3

36 602.7

31 619.5

41 294.5

27 165.4

170 762.4

2020 ()

36 731.8

23 745.7

44 695.8

39 384.4

50 933.5

195 491.2

წყარო: ფინანსთა სამინისტრო (ექსპორტ-იმპორტი)

მიმდინარე წელს ხორბლის იმპორტის ზრდაზე გარკვეული გავლენა სავარაუდოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამამაც მოახდინა, რომლის მიხედვით 9 სასურსათო პროდუქტზე, მათ შორის ხორბალზეც, ფასების უცვლელი შენარჩუნება სახელმწიფომ დააზღვია.

მოცემული პროგრამით მთავრობა პროდუქციის იმპორტიორებს კურსთა შორის სხვაობას უფარავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დოლარის შემთხვევაში კურსი 3 ლარზე დაფიქსირდა (1აშშ დოლარი - 3 ლარი), ევროს შემთხვევაში კი - 3.3 ლარზე (1 ევრო - 3.3 ლარი). იმპორტიორს დოლარის შემთხვევაში 3 ლარის და ევროს შემთხვევაში 3.3 ლარის ზემოთ ფასნამატს სახელმწიფო ასუბსიდირებს, თუ, ვთქვათ იმპორტირებული პროდუქტის ფასი 3. 50 ლარია, ფასთა შორის სხვაობას (დოლარის შემთხვევაში 0.50 ლარს და ევროს შემთხვევაში 0. 20 ლარს) სახელმწიფო იხდის. პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარია.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ხორბლის საშუალო ფასი 195 დოლარიდან 236 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხუთი თვის საშუალო ფასმა 198 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ხორბლის ძირითადი პროდუქტების - პურის და ფქვილის ფასს, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: ხორბლის პურის და ფქვილის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წინა თვე=100)

წელი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ხორბლის პური

100.28

100.08

102.05

99.94

99.94

ხორბლის ფქვილი

101.06

102.53

101.86

104.83

99.31

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხორბლის პურის ფასი მარტში გაიზარდა, აპრილსა და მაისში კი კლების ტენდენციაა. რაც შეეხება ხორბლის ფქვილს, მარტსა და აპრილში ფასი გაიზარდა, მაისში კი შემცირდა.

2019 წლის წინასწარი მონაცემის მიხედვით საქართველოში 108 969.9 ათასი აშშ დოლარის ხორბალია იმპორტირებული, საიდანაც რუსეთიდან იმპორტირებული 90 668.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხორბალია. შესაბამისად, იმპორტირებული ხორბლის 83.2% რუსულია, 16.8% კი ყაზახური. 2018 წელს ( იხ: სტატია) სულ იმპორტირებული 114 903.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი იყო, მათგან 95 783. 2 ათასი აშშ დოლარის - რუსეთიდან (83.4%). როგორც ვხედავთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხორბლის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან არის იმპორტირებული.მიმდინარე წელს რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის რაოდენობრივი და თანხობრივი ოდენობა შემდეგნაირია:

ცხრილი 3: ხორბლის იმპორტი რუსეთიდან 2019-2020 წლის იანვარ-მაისში (ათასი აშშ. დოლარი, ტ.)

წელი

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

სულ

2019 (აშშდოლარი)

4 995.1

6 215

4 757.9

5 927.7

4271.7

26 167.4

2020 (აშშდოლარი)

6 104.3

4 111

8 755.2

8 478.3

11 871.5

39 320.3

2019 ()

22 070.3

28 493.5

21 005.5

25 948.6

19 552.4

117 070.3

2020 ()

27 731.9

18 645.7

40 195.9

38 458.4

50 013.9

175 045.8

წყარო: ფინანსთა სამინისტრო (ექსპორტ-იმპორტი)

2020 წლის 5 თვეში რუსეთიდან იმპორტირებულმა ხორბალმა მთლიანი იმპორტის 93% შეადგინა. ხორბლის 7% აშშ-დან არის შემოტანილი. ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობა განსაკუთრებით კორონავირუსით შექმნილი პანდემიის ფონზე გამოიკვეთა. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხორბლის დივერსიფიცირებული იმპორტი გვქონდეს, რათა ხორბლის მოწოდების დეფიციტის რისკი თავიდან ავიცილოთ და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ისეთ არასაიმედო სავაჭრო პარტნიორზე, როგორიც რუსეთია და რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.


მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი