იტვირთება

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0.75ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი -17% (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7 089 259 ბოთლი), აშშ - 48% (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168 307 ბოთლი). რუსეთში 2019 წელს 58 384 540 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. რუსეთში გატანილმა ღვინომ მთლიანი ექსპორტის 62.1% შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, საქართველოდან 23 742 ტონა ღვინო გავიდა, ჯამში 73 249 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საქართველომ უცხოეთში 82 613 მლნ დოლარის 26 189 ტონა ღვინო გაყიდა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში წინა წელთან შედარებით ქართული ღვინის ექსპორტი 11.3%-ით არის შემცირებული.

ცხრილი 1: ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი

წელი

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2019 იანვარი-მაისი

2020 იანვარი-მაისი

ბოთლი ( მლნ-0.75 ლიტრი)

23

46

59

36

50

76

86

94

26.2

23.7

ღირებულება (მლნ აშშ დოლარი)

65

128

185

96

87

170

203

240

83

73

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წლის ხუთ თვეში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო რუსეთში გავიდა - 14 620 ტონა, რომლის ღირებულებამ 43 413 მლნ დოლარი შეადგინა. წელს რუსეთის ბაზარზე მთლიანი ღვინის ექსპორტის 61.5 % მოვიდა. რუსეთის გარდა ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო შემდეგ ქვეყნებში გავიდა: უკრაინა - 7.991 მლნ დოლარი (2 923 ტონა), ჩინეთი - 5.014 მლნ დოლარი (1 294 ტონა), პოლონეთი - 4.040 მლნ დოლარი (1 462 ტონა), ბელორუსი -2. 192 მლნ დოლარი (693 ტონა) და ა. შ.

გრაფიკი 1: 2013-2020 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75) და მლნ დოლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მთლიან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 2015 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, წამყვან საექსპორტო ბაზრად კვლავ რუსეთის ბაზარი რჩება. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა 29 მლნ დოლარამდე დავიდა. ქართული ღვინის და ბრენდის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 – 128 მლნ, 2014 – 185 მლნ. იხილე: სტატია). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39 %-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). გასული წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. აქედან გამომდინარე, ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯებია განსახორციელებელი, რათა ისეთ არასტაბილურ ბაზარზე, როგორიც რუსული ბაზარია, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.


მსგავსი სიახლეები

3203 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი