იტვირთება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 13 ნოემბერს პარლამენტში 2014 წლის ბიუჯეტი წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ზურაბ მელიქიშვილმა ფინანსთა მინისტრს კითხვით მიმართა: „ადასტურებთ თუ არა იმას, რომ 2012 წლის 10 თვის შემოსავლები 2013 წლის 10 თვის საგადასახადო შემოსავლებს 96 მლნ ლარითაღემატება?“

ფინანსთა მინისტრი დეპუტატის განცხადებას არ დაეთანხმა. მისი თქმით, „დღევანდელი [13 ნოემბრის] მდგომარეობით მეტია შემოსული გადასახადები, ვიდრე შარშან იგივე პერიოდშიიყო“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რეალურად როგორი იყო საგადასახადო შემოსავლების სტატისტიკური მონაცემები და შეეცადა გაერკვია ვისი განცხადება, მინისტრის თუ დეპუტატის, შეესაბამებოდა სიმართლეს?

სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული გადასახადები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გადავამოწმეთ. 2012 წელს პირველ ათ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა გადასახადებმა 5,156.8 მლნ. ლარი, ხოლო 2013 წელს იგივე პერიოდში შემოსული გადასახადების ოდენობამ 5,060.9 მლნ. ლარი შეადგინა. შესაბამისად 2012 წლის პირველ ათ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული გადასახადები 95.9 მლნ. ლარით მეტია 2013 წლის იგივე პერიოდში შემოსულ გადასახადებზე. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები დეპუტატის განცხადების სიზუსტეს ადასტურებს.

VS

ნოდარ ხადური აღნიშნავს, რომ დღევანდელი [2013 წლის 13 ნოემბერი] მონაცემებით შემოსული გადასახადები მეტია, ვიდრე წინა წელს იგივე პერიოდში იყო. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციისთანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული გადასახადების ოდენობამ 5,298 მლნ. ლარი შეადგინა. 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა გადასახადებმა კი - 5,197 მლნ. ლარი. შესაბამისად, 2013 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით შემოსული გადასახადების ოდენობა დაახლოებით 101 მლნ. ლარით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდში შემოსული გადასახადების ოდენობაზე.

დასკვნა

2012 წელს პირველ ათ თვეში შემოსულმა გადასახადებმა 5,156. 8 მლნ. ლარი შეადგინა. 2013 წელს პირველ ათ თვეში შემოსული გადასახადების როდენობა 5,060.9 მლნ. ლარია. შესაბამისად 2012 წლის პირველ ათ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული გადასახადები 95.9 მლნ. ლარით მეტია 2013 წლის იგივე პერიოდში შემოსულ გადასახადებზე.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ ვასკვნით, ზურა მელიქიშვილის განცხადება: „2012 წლის [პირველი] 10 თვის შემოსავლები 2013 წლის 10 თვის საგადასახადო შემოსავლებს 96 მლნ ლარითაღემატება“, არის სიმართლე.

2013 წლის 1 იანვრიდან - 2013 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულმა გადასახადებმა 5,197 მლნ. ლარი შეადგინა. 2012 წელს იგივე პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული გადასახადების ოდენობამ კი - 5,298 მლნ. ლარი, რაც დაახლოებით 101 მლნ. ლარით აღემატება 2013 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში შემოსული გადასახადების ოდენობას.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „დღევანდელი[13 ნოემბრის] მდგომარეობით მეტია შემოსული გადასახადები, ვიდრე შარშანიყო“, არის ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი