იტვირთება

2014

წლის 4 ივნისს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს პრემეირ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „აპრილის თვეში ღვინის ექსპორტმა 19 მლნ ბოთლი შეადგინა, რაც 180%-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“.

ფაქტ-მეტრი პრემიერ–მინისტრის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014

წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა 26 ქვეყანაში 18 965 119 ბოთლი (ბოთლის მოცულობა: 0,75 ლ.) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 180%-ით აღემატება.

2014

წლის აპრილის მონაცემებით, ფულად ერთეულში, ექსპორტირებულია 62 173 917 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 215%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. რუსეთის წილი ექსპორტის მთლიან მოცულობაში 70,2%-ს შეადგენს. 2014 წლის აპრილის მდგომარეობით, რუსეთში 13 313 742 ბოთლი (ბოთლის მოცულობა: 0,75 ლ.) ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

მეტი ინფორმაციისთვის, ფაქტ–მეტრმა ღვინის ექსპორტის 2013 წელს დაფიქსირებული მაჩვენებლებიც მოიძია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2013

წელს საქართველოდან სულ 46 747 785 ბოთლი (ბოთლის მოცულობა: 0,75 ლ.) ღვინის ექსპორტი განხორცილდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 100%-ით მეტია.

ფულად ერთეულში, 2013 წელს სულ 141 730 292 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 97%-ით აღემატება. ღვინის ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთის წილი 49% იყო (აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი 7-წლიანი პაუზის შემდეგ 2013 წლის ივნისში, ეტაპობრივად განახლდა). 2013 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტის ზრდაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

დასკვნა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, საქართველოდან თითქმის 19 მლნ. (0,75 ლ.) ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 180%-ით აღემატება. ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „აპრილის თვეში ღვინის ექსპორტმა 19 მლნ ბოთლი შეადგინა, რაც 180%-ით არის გაზრდილი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,“ არის სიმართლე.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3044 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი