მიმდინარე წელს, Doing Business-ის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში მერვედან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს რეიტინგის გაუარესებასთან დაკავშირებით, გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის რეიტინგის ვარდნა, ძირითადად, რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების გამო მოხდა. „ახალი მეთოდოლოგიით, საქართველოს 2014 წლის რეიტინგი არის 14, 2015 წლის რეიტინგი კი 15. ამიტომ, ერთი საფეხურით გაუმჯობესებაზე [სავარაუდოდ, აქ მინისტრმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესებას გულისხმობდა] გვაქვს საუბარი,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

Doing Dusiness მსოფლიო ბანკის კვლევაა, რომელიც 2004 წლიდან ტარდება და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებში ბიზნეს გარემოს შეფასებას ისახავს მიზნად. Doing Business-ის კვლევა აფასებს 10 კომპონენტს, რომლებიც გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობაზე:

  • ბიზნესის დაწყების სიმარტივე;
  • სამშენებლო ნებართვის აღება;
  • ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა;
  • ქონების რეგისტრაცია;
  • კრედიტის აღება;
  • მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა;
  • გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა;
  • საგარეო ვაჭრობის სიმარტივე;
  • კონტრაქტის პირობების აღსრულება;
  • გადახდისუნარიანობის აღდგენა.
მიმდინარე წელს, Doing Business-ის კვლევაში მეთოდოლოგიური ცვლილებები

განხორციელდა. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით ხელახლა დაიანგარიშეს 2013 წლის მონაცემები, რის შედეგადაც საქართველოს 2013 წლის რეიტინგი შეიცვალა და ჩვენმა ქვეყანამ მე-8-დან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მიმდინარე წელს, Doing Business 2015-ის მიხედვით, საქართველო მე-15 ადგილზეა.

Doing Business 2015-ის კვლევაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

  • შეიცვალა რეიტინგის გაანგარიშების მეთოდი;
  • 11 უდიდესი ეკონომიკისთვის დამატებით მოხდა მეორე ქალაქის გამოკვლევა.[1]

შეიცვალა შეფასების კრიტერიუმი 3 ძირითად კომპონენტში:

  • კრედიტის ხელმისაწვდომობა;
  • მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა;
  • გადახდისუნარიანობის აღდგენა.

რეიტინგის დაანგარიშების ახალი მეთოდით ყურადღება ექცევა, თუ რამდენად განსხვავდება ქვეყნის რეიტინგი თითოეული კომპონენტის მიხედვით. კერძოდ, რაც უფრო მაღალია განსხვავება ცალკეული კომპონენტების რეიტინგს შორის, მით უფრო მაღალია შანსი, რომ ქვეყანამ რეიტინგში დაბალი პოზიცია დაიკავოს. მაგალითად, ჩვენი ქვეყანა რამდენიმე კომპონენტში (ქონების რეგისტრაცია – 1, ბიზნესის დაწყება – 4) მაღალ პოზიციაზე დგას (იხ. ცხრილი 1), ხოლო რამდენიმე კომპონენტის რეიტინგი საკმაოდ დაბალია (გადახდისუნარიანობა – 130, მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა– 43, ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა – 36). ცალკეული კომპონენტის რეიტინგებს შორის მაღალი ვარიაციის გამო, საქართველომ 2013 წლის რეიტინგის ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშებისას უფრო დაბალ პოზიციაზე გადაინაცვლა (14), ვიდრე ეს ძველი მეთოდოლოგიით დაანგარიშებისას იყო (8). აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების შეფასებისას, წელს პირველად ყურადღება გამახვილდა ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების ხარისხსა და ეფექტურობაზე.

მეთოდოლოგიის შეცვლის

გამო 2013 წლის საქართველოს მონაცემებში ცვლილება შემდეგ  კომპონენტებში განხორციელდა:

  • სამშენებლო ნებართვების აღება;
  • ქონების რეგისტრაცია;
  • გადახდისუნარიანობის აღდგენა.

მიმდინარე წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 კომპონენტში გაუარესდა, ხოლო ერთ კომპონენტში (გადახდისუნარობის აღდგენა) საგრძნობლად გაუმჯობესდა და საქართველომ რეიტინგში 130-დან 122-ე ადგილზე გადაინაცვლა  (იხ. ცხრილი 1).

რეიტინგი

Distance to Frontier[2]

2013

2014

2013

2014

საქართველოს რეიტინგი

14

15

79.61

79.46

ბიზნესის დაწყება

4

5

97,72

97,73

სამშენებლო ნებართვების აღება

3

3

91,43

91,44

ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა

36

37

84,64

84,69

ქონებისრეგისტრაცია

1

1

99,87

99,88

კრედიტზე ხელმისაწვდომობა

5

7

85

85

მცირე წილის მფლობელ ინვესტორთა დაცვა

43

43

60,83

60,83

გადასახადები

22

38

86,99

82,76

საგარეო ვაჭრობა

31

33

84,08

84,02

კონტრაქტის პირობების აღსრულება

23

23

71,82

71,82

გადახდისუნარიანობის აღდგენა

130

122

33,68

36,48

წყარო: https://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia

გადასახადების კომპონენტში რეიტინგის ცვლილება გადასახადების გადახდაზე საჭირო დროის 280 საათიდან  362 საათამდე გაზრდამ გამოიწვია, რაც მოგების დეკლარაციის ახალი ფორმის შემოღებასთანაა დაკავშირებული. 2013 წლის კვლევაში მოგების გადასახადის გადასახდელად დახარჯული დრო 109 საათი იყო, ხოლო მიმდინარე წელს,

ის 191 საათამდე გაიზარდა.

გადასახადები

გადახდებისრაოდენობაწელიწადში

დრო

გადასახადებისწილიმოგებაში

“Doing Business 2014” ძველი მეთოდოლოგია

5

280

16.5

“Doing Business 2014” ახალი მეთოდოლოგია

5

280

16.5

“Doing Business 2015”

5

362

16.4

რეიტინგი 2014

22

რეიტინგი 2015

38

წყარო: https://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia

დანარჩენ 4 კომპონენტში (ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, კრედიტზე ხელმისაწვდომობა, საგარეო ვაჭრობა) მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, ბიზნესის დაწყების მხრივ, პროცედურების დრო და რაოდენობა არ შეცვლილა, ხოლო ხარჯები პირიქით შემცირდა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 3.4%-მდე დაეცა, ნაცვლად 3.8%-ისა. ელექტროენერგიის მიღების ხარჯები შემცირებულია და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 561.8%-ის ნაცვლად 503.8% ს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად შემცირებისა, აღნიშნული რიცხვი კვლავ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ასევე, გაუმჯობესებულია კრედიტზე ხელმისაწვდომობის ინდექსები. ცვლილება არ მომხდარა საგარეო ვაჭრობის პროცედურებში.

მართალია ბიზნეს გარემოს გაუარესება არ მოხდა, თუმცა დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ Doing Business-ის კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმა  არ გატარებულა. წინა წლებში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რეფორმების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო (იხ. ცხრილი 3). ხოლო, 2007 წელს

საქართველო საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შევიდა. 2012 წელს საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა  ბიზნეს გარემო ექვსი კომპონენტით გააუმჯობესა (საგარეო ვაჭრობა, კრედიტზე ხელმისაწვდომობა, გადასახადები, გადახდისუნარიანობის აღდგენა, ელექტრო ენერგიის ხელმისაწვდომობა, კონტრაქტის პირობების დაცვა). იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ მნიშვნელოვან კომპონენტებში საქართველოს რეიტინგი კვლავ დაბალია და გაუმჯობესებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რეიტინგი შესაძლოა მომავალშიც გაუარესდეს.

წლები

რეფორმებისრაოდენობა

2007

6

2008

4

2009

2

2010

4

2011

4

2012

6

2013

1

2014

1

  დასკვნა 2013

წელს საქართველო რეიტინგში მე-8 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ რეიტინგში 2013 წელს მე-14 ადგილზე გადავიდა. მიმდინარე წელს ჩამოთვლილი 10 კომპონენტიდან უმრავლესობა არ შეცვლილა ან მცირედით გაუმჯობესდა. ახალი მეთოდოლოგიით რეიტინგის დაანგარიშებისას ყურადღება არა მარტო ცალკეული კომპონენტების რეიტინგს, არამედ მათ რეიტინგებს შორის განსხვავებასაც ექცევა. საქართველოს დაბალი რეიტინგი ცალკეული კომპონენტების რეიტინგებს შორის მაღალი ვარიაციის გამოა გამოწვეული. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ რეიტინგი მეთოდოლოგიის შეცვლის გამო დაეცა, სიმართლეს შეესაბამება.

მიმდინარე წელს, საქართველოს რეიტინგი Doing Business 2015-ის მიხედვით, ერთი პოზიციით გაუარესდა და მე-15 ადგილი დაიკავა. შეფასების კრიტერიუმის გამკაცრებამ ბიზნესგარემოს კომპონენტების რეიტინგის დაცემა გამოიწვია, უარყოფითად იმოქმედა გადასახადებზე დახარჯული საათების 280-დან 362 საათამდე ზრდამაც. ასევე Doing Business 2015-ის მიხედვით მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი რეფორმები არ განხორციელებულა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.


[1]

 Doing Business თითოეულ ქვეყანაში იკვლევს ქალაქს, სადაც ყველაზე მეტი ბიზნეს ობიექტია განთავსებული, მიმდინარე წელს 11 უდიდესი ქვეყნისთვის დამატებით მოხდა ბიზნეს ობიექტების მიხედვით სიდიდით მეორე ქალაქების გამოკვლევაც.

[2]

 Distance to frontier (ზღვრამდე მანძილი) - გვიჩვენებს თუ რამდენად ახლოსაა ქვეყნის ეკონომიკა საუკეთესო მაჩვენებელთან. აღნიშნული მეთოდოლოგიით თითოეულ კომპონენტს ენიჭება ქულა და მათი დაჯამება ხდება. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო ახლოსაა ქვეყანა საუკეთესო მაჩვენებელთან.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი