მიმდინარე წლის 25 თებერვალს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტომობილების შესყიდვის შესახებ კვლევა

გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, 2013-2015 წლებში სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 147 მლნ ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინეს. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ადგილს ჯანდაცვის სამინისტრო იკავებს. 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ავტომობილების შესყიდვებზე 10.8 მლნ ლარი დახარჯა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა. მისი განცხადებით: "2012

წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ავტოპარკი სამსახურებრივი ან პირადი მოხმარების ავტომანქანებით არ განახლებულა". მინისტრმა ასევე განმარტა, რომ 10.5 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების მანქანების სრული განახლებისთვის გამოყო.

ფაქტ-მეტრი ამ თემით დაინტერესდა და დავით სერგეენკოს განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის

თანახმად, 2013 და 2015 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ შეუსყიდია. 2014 წელს კი, "სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ ტენდერის გზით, 10.7 მლნ ლარის ღირებულების 180 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეისყიდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს" გადაეცა. სასწრაფო დახმარების ცენტრების ავტოპარკების განახლება მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა. 2014 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე შეიძინა 126 ათასი ლარის ღირებულების ოთხი მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელიც აგრეთვე სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს" გადასცა. აქედან, სამი ავტომობილი სამორიგეო, ხოლო ერთი - პერსონალურია. ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წელს სხვა ავტომანქანა არ შეუსყიდია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკების განახლება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონულ ცენტრებს შესაბამისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი FORD-ის მარკის საშუალო გამავლობის 80 და VOLKSWAGEN-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილი გადაეცათ.

დასკვნა 2014

წელს ჯანდაცვის სამინისტრომ 10.7 მლნ ლარის ღირებულების 180 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქნა და 126 ათასი ლარის ღირებულების ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა. ამ ოთხი მანქანიდან სამი სამორიგეო, ხოლო ერთი პერსონალური ავტომობილია. ავტომობილების შეძენა "სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მოხდა და სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს" გადაეცა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში ჯანდაცვის სამინისტროს პირადი ან სამსახურებრივი მოხმარებისთვის ავტომანქანა მართლაც არ შეუძენია. ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაახლოებით 10.8 მლნ ლარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების ავტოპარკების განახლებას მოხმარდა.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება: "2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურებრივი ან პირადი მოხმარებისთვის არცერთი მანქანა არ შეუსყიდია," არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი