მიმდინარე წლის 20 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადასახადები ყოველწლიურად მცირდებოდა, ხელფასები და პენსიები კი იზრდებოდა.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

გადასახადების შემცირება "

ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში 2004-2012 წლებში იყო.

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

2012

გადასახადების რაოდენობა

21

7

7

7

6

6

6

6

დამატებული ღირებულების გადასახადი

20%

20%

18%

18%

18%

18%

18%

18%

საშემოსავლო გადასახადი

12-20%

12% ფიქს.

12% ფიქს.

12% ფიქს.

სოც. გადასახადი

+

 საშ. გადასახადი

   სოც. გადასახადი

 +

საშ. გადასახადი

20%

20%

26.6%      25%

20%

სოციალური გადასახადი

33%

20%

20%

20%

-

-

-

-

მოგების გადასახადი

20%

20%

20%

20%

15%

15%

15%

15%

დივიდენდის გადასახადი

10%

10%

10%

10%

10%

5%

5%

5%

საბაჟო გადასახადი

დიფერენცირებული 0-30%

დიფერენცირებული 0%, 5%, 12%

2004

წელს გადასახადების რაოდენობა 21-ს შეადგენდა, თუმცა 2005 წელს გატარებული საგადასახადო რეფორმის შედეგად, მისი რაოდენობა 7-მდე შემცირდა. 2005-2007 წლებში 7 ტიპის გადასახადი არსებობდა, ხოლო 2008 წლიდან მათი რაოდენობა 6-მდე შემცირდა. გაუქმდა ისეთი ტიპის გადასახადები, როგორებიცაა: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი, ქონების გადაცემისთვის გადასახადი, გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის, საკურორტო გადასახადი, გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისთვის და ა.შ.

2004-2005

წლებში დამატებული ღირებულების გადასახადი 20% იყო, 2006 წელს კი ის 18%-მდე შემცირდა. საშემოსავლო გადასახადი 2004 წელს 12-20%-ს შეადგენდა. 2005 წელს ის ფიქსირებული 12% გახდა, თუმცა 2008 წლიდან სოციალური გადასახადის საშემოსავლო გადასახადთან შეერთების გამო, საშემოსავლო გადასახადი 25-26.6%-მდე გაიზარდა, სოციალური გადასახადი კი გაუქმდა. 2009 წელს აღნიშნული გადასახადი 20%-ზე ჩამოვიდა. 2010 წლიდან მოყოლებული, საშემოსავლო გადასახადი 20%-ს შეადგენს. რაც შეეხება მოგების გადასახადს, ის 2004 წლიდან 2007 წლამდე 20% იყო, ხოლო 2008 წლიდან დღემდე 15%-ის ტოლია. დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი 2004-2008 წლებში 10%-ს შეადგენდა, 2009 წლიდან კი ის 5% გახდა. 2007 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა საბაჟო გადასახადის განაკვეთები.

აღსანიშნავია, რომ 2010, 2011 და 2012 წლებში "ნაციონალურ მოძრაობას" გადასახადების განაკვეთები აღარ შეუმცირებია. მეტიც, 2010 წელს თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. ასევე, აქციზის გადასახადით დაიბეგრა მობილური სატელეფონო კომუნიკაცია.

2012

წლის არჩევნების შემდეგ, ახალ ხელისუფლებას გადასახადები აღარ შეუმცირებია. მეტიც, აქციზის გადასახადი გაიზარდა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე. ასევე, შეიცვალა წინა ხელისუფლების გეგმა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის თანდათანობით, 15%-მდე შემცირების შესახებ.

ხელფასების მატება

იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია კერძო სექტორში ხელფასების შეცვლის პირდაპირი ბერკეტი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გოგა ხაჩიძის განცხადების ეს ნაწილი სახელმწიფო სექტორს ეხებოდა. თუმცა, რასაკვირველია, სახელმწიფოს შეუძლია ბიზნესისთვის ისეთი გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი, სადაც ხელფასების მომატება შესაძლებელი ხდება.

გრაფიკი 1:

სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი

image001

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2004 წლიდან 2012 წლამდე, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად იზრდებოდა. თუმცა, ხელფასების ზრდა 2013 წელსაც გაგრძელდა. 2014 წლის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პენსიების ზრდა პენსიების ზრდასთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა კვლევა ადრეც გამოაქვეყნა.

გრაფიკი 2:

პენსიის ოდენობა და ზრდის ტემპი

image002

გრაფიკზე მოცემულია 2004-2015 წლებში არსებული პენსიის ყოველწლიური ოდენობა და მისი ზრდის ტემპი. 2004-2008 წლამდე პენსიის ოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და საბოლოო ჯამში, 14 ლარიდან 70 ლარამდე გაიზარდა. 2009- 2010 წლებში პენსიის ოდენობა 80 ლარს შეადგენდა. 2011 წელს ის 100 ლარამდე, 2012 წელს კი – 125 ლარამდე გაიზარდა. პენსია გაიზარდა 2013 წელსაც, 2014-ში კი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სექტემბრიდან, გეგმის მიხედვით, პენსია 10 ლარით (6.7%-ით) იზრდება.

  დასკვნა "

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 6 წელიწადში (2004-2009) გადასახადების ტვირთი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2010 წელს კი გაიზარდა აქციზის გადასახადი, ამავდროულად, სხვა გადასახადები აღარ შემცირებულა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, გადასახადების შემცირება აღარ მომხდარა.

წინა ხელიუსფლების პირობებში ასევე ყოველწლიურად იზრდებოდა როგორც სახელმწიფო, ისე სხვა სექტორებში დასაქმებულთა ხელფასის ოდენობაც. რაც შეეხება პენსიებს, ამ შემთხვევაშიც, 2010 წლის გარდა, ყოველწლიური ზრდა ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ პენსია გაიზარდა 2013 წელსაც. შემდგომი ზრდა კი 2015 წლის სექტემბრიდანაა დაგეგმილი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გოგა ხაჩიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია