2015

წლის 7 მარტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი ექნება.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა განცხადება 5 თებერვალსაც გააკეთა. მისი თქმით, 2015 წელს საქართველოს სომხეთზე, აზერბაიჯანზე, მოლდოვაზე, ბელორუსსა და რუსეთზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. ამ განცხადების გაკეთებისას, ფაქტ-მეტრის აზრით, ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საპროგნოზო მონაცემებს

დაეყრდნო.

აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ეკონომიკური ზრდის ტემპის პროგნოზი ძალიან მალე გადააფასა. დაახლოებით 3 კვირაში, 25 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა,

რომ 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნებოდა.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის მიერ 7 მარტს გაკეთებულ განცხადებას, ფაქტ-მეტრმა ოთხი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მოიძია.

ცხრილი 1: 2015

წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები

ქვეყნები

EBRD-ის პროგნოზი

მსოფლიო ბანკის პროგნოზი

IMF-ის პროგნოზი

გაეროს პროგნოზი

ცენტრალური ბანკების და/ან მთავრობების პროგნოზი

სომხეთი

0.0%

3.3%

3.5%

4.0%

0.4%-2%

მოლდოვა

0.0%

3.0%

3.5%

3.5%

-

ბელორუსი

-1.5%

1.8%

1.5%

2.5%

-0.5%

აზერბაიჯანი

1.5%

4.4%

6.5%

4.2%

1.5%

რუსეთი

-4.8%

-2.9%

0.5%

0.2%

-4.0%

საქართველო

4.2%

5.0%

5.0%

4.8%

2.0%

თურქეთი

3.0%

3.5%

3.0%

3.3%

3.8%

წყარო: ევროპის ბანკიმსოფლიო ბანკისავალუტო ფონდიგაერო

ცხრილის მიხედვით, განცხადება არცერთ პროგნოზს არ შეესაბამება. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დადებითი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. 2015 წელს სომხეთის მთავრობას 4.2%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა ნავარაუდევი, ხოლო სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მოსალოდნელი ზრდის ტემპი 0.4%-დან 2%-მდე ივარაუდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2015 წელს 1.5%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. თურქეთის ეკონომიკური ზრდის უახლესი პროგნოზი

კი 3.8%-ია. რაც შეეხება რუსეთს, ცენტრალური ბანკის მიხედვით, ქვეყანაში 4%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

  დასკვნა

ნოდარ ხადურმა 2015 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონოდა, რაც EBRD-ის მონაცემების გათვალისწინებით სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა ეს პროგნოზი მალე თავად მთავრობამ შეცვალა და სავარაუდო ზრდის მაჩვენებლად 2% დაასახელა. 7 მარტს კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მშპ 2015 წელს გაიზრდება.

ფაქტ-მეტრმა ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის ბანკის, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და გაეროს პროგნოზები შეისწავლა, თუმცა ნოდარ ხადურის განცხადებას არცერთი მათგანი არ ადასტურებს. 2015 წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრმა რეგიონის ქვეყნების მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიერ გაკეთებული პროგნოზებიც მოიძია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რუსეთია, სადაც უარყოფითი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, დანარჩენ ქვეყნებში კი დადებითი ზრდის ტემპია ნავარაუდევი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია