2015

წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა პაატა ლეჟავამ განაცხადა: "მინდა შევეხო ავტობანის საკითხს. ავტობანის არცერთი ახალი მონაკვეთის პროექტი დღემდე მთავრობას არ შემოუტანია. ყველა ის პროექტი, რაც მიმდინარეობს დღეს, წინა პარლამენტის მიერ არის დამტკიცებული".

ჩვენ დავინტერესდით, ამტკიცებს თუ არა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტს პარლამენტი. ამ კითხვით ჩვენ საქართველოს პარლამენტს მივმართეთ. პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტებს არ ამტკიცებს. ფაქტ-მეტრი განცხადების დასაზუსტებლად დეპუტატ პაატა ლეჟავასაც დაუკავშირდა. დეპუტატის განმარტებით, პარლამენტის მიერ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტების არა დამტკიცება, არამედ ამ პროექტების დასაფინანსებლად გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირება ხდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთი ასეთი ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა.

ფაქტ-მეტრი ამ საკითხში გარკვევას შეეცადა.

2013 წლის 22 მარტს

საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის დასაფინანსებლად, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხის ფინანსური პირობების შესახებ განკარგულება გამოსცა.

2013 წლის 6 ივნისს

საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის" (ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსების შეთანხმებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერა, მსოფლიო ბანკის მხრიდან კი, ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალმა. პროექტის განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი შეღავათიანი პირობებით 78 მილიონ აშშ დოლარამდე გამოყოფს. აქედან, 38 მლნ აშშ დოლარი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკზე, ხოლო დაახლოებით 37 მილიონი აშშ დოლარი კი, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციაზე (IDA) მოდის.

2013 წლის 9 ივლისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეს დოკუმენტი კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა რატიფიცირებისთვის წარუდგინა. 2013 წლის 10 ივლისს,

საქართველოს პარლამენტში, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტი) რატიფიცირება მოხდა.

2013 წლის 25 ნოემბერს, მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს ევროპის საინვესტიციო ბანკთან "საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი-ბ" პროექტის დასაფინანსებლად ფინანსური ხელშეკრულების გაფორმებაზე  თანხმობა მიეცა. სესხის ოდენობა 30 მილიონი ევროს შეადგენდა. 2014 წლის 20 თებერვალს

საქართველოს პარლამენტში ამ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა.

2014 წლის 30 მაისს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ქუვეითურ კომპანია "Copri Construction Enterprises W.L.L." -

ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას  ითვალისწინებს. აგარა-ზემო ოსიაურის (კმ 19-კმ 31) მოდერნიზაციის სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ამ მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი 2013 წელს გამოცხადდა და მასში ქუვეიტურმა კომპანიამ გაიმარჯვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ ლარზე მეტია, სამუშაოების ხანგრძლივობა კი 27 თვეა.

2014 წლის 24 დეკემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, ამჯერად ჩინურ სამშენებლო კომპანია "China Railway 23rd"-

თან. აღნიშნული ხელშეკრულება E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის IV ლოტის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი 24 თვიანია და მისი ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). ხელშეკრულებით, 9.5 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობაა გათვალისწინებული.

ფაქტ-მეტრი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ადრეც წერდა.

თუმცა, ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტს კვლავ მივმართეთ და ინფორმაცია ავტობანის იმ მონაკვეთებზე გამოვითხოვეთ, სადაც მუშაობა 2013-2015 წლებში, ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო. მონაკვეთების ჩამონათვალს ქვემოთ, ცხრილის სახით გთავაზობთ.

ცხრილი 1: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთები, სადაც სამუშაოები 2013-2015 წლებში დაიწყო image001

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013-2015 წლებში სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (კმ 0-კმ 50) მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების დაფინანსება დაიწყო. რაც შეეხება პარლამენტის მიერ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტების დამტკიცებას, დეპარტამენტისვე ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარედგინება, პროექტებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამისი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ამტკიცებს.

  დასკვნა 2013

წლის 6 ივნისს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის "აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის" (ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსებას მოეწერა ხელი. 2013 წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტში ამ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. 2014 წლის 20 თებერვალს პარლამენტში ევროპის საინვესტიციო ბანკთან დადებული სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. 2013-2015 წლებში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობა დაფინანსდა. ამავე წლებში, სამშენებლო სამუშაოები ავტომაგისტრალის 5 მონაკვეთზე დაიწყო. ეს მონაცემები იმის მაჩვენებელია, რომ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა.

მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვასკვნით, რომ დეპუტატ პაატა ლეჟავას განცხადება არის ტყუილი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი