ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2008 წლის დასაწყისში, აგვისტოს ომის დაწყებამდე, ეკონომიკა მცირდებოდა. მინისტრის თქმით, მაშინ ამ ფაქტის შესახებ კითხვებს არავინ სვამდა.

ფაქტ-მეტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს 2007 წელს 12.6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ეს ტენდენცია 2008 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა. 2008 წლის პირველ კვარტალში ზრდა 11%, ხოლო მეორე კვარტალში - 8.4% იყო. ომის შემდგომ პერიოდში, მესამე და მეოთხე კვარტლებში, საქართველოს ეკონომიკა შესაბამისად 5.6% და 1 %-ით შემცირდა. 2008 წელს, ეკონომიკა ომის და კრიზისის მიუხედავად 2.6 %-ით გაიზარდა, რაც სწორედ პირველი ორი კვარტლის მაღალი მაჩვენებლების დამსახურება იყო.

გრაფიკი 1:

ეკონომიკის ზრდის ტემპი 2007-2008 წლებში (კვარტალური მონაცემები)

image001 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასკვნა

ომის დაწყებამდე, 2008 წლის პირველ და მეორე კვარტლებში საქართველოს ეკონომიკა შესაბამისად 11% და 8.4%-ით იზრდებოდა. ამდენად, ეკონომიკის მინისტრის განცხადება ცალსახად არაზუსტია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილი 2008 წლის პირველ ორ კვარტალში (წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით) ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას გულისხმობდა, მაშინ მისი განცხადება შედარებით უფრო ზუსტი გამოდის. 2008 წლის პირველ და მეორე კვარტლებში (შესაბამისად 11%, 8.4%), წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით (შესაბამისად 11.5%, 13.4%), ეკონომიკური ზრდის ტემპი ნაკლები იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ 2008 წლის დასაწყისში, აგვისტოს ომის დაწყებამდე ეკონომიკა მცირდებოდა, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი