სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" -ის გახსნაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა.

ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.

ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობის დასადგენად ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ და 2010-2015 წლებში საქართველოში გახსნილი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია

გამოვითხოვეთ. 2010-2013 წლებში ექსპლუატაციაში 367 სასტუმრო შევიდა, აქედან 33 უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით აშენდა. აღნიშნულ წლებში ყველაზე მეტი სასტუმრო 2011 წელს (117, აქედან 10 უცხოური ინვესტიციით), ხოლო ყველაზე ცოტა 2010 წელს (78, აქედან 6 უცხოური ინვესტიციით) გაიხსნა. 2012 წელს ექსპლუატაციაში 88 სასტუმრო შევიდა (7 უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით), 2013 წელს კი, საქართველოში 84 სასტუმრო გაიხსნა (აქედან, 10 უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით).

გრაფიკი 1:

 ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა წლების მიხედვით

image001

როგორც ვხედავთ, გრაფიკზე ასახული არ არის 2014-2015 წლებში ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების მონაცემები. საქსტატში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით აღნიშნული ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ის დამუშავების პროცესშია. თუმცა, საქსტატმა 2014-2015 წლებში მშენებლობით დამთავრებული სასტუმროების რაოდენობა მოგვაწოდა. შესაბამისად, გრაფიკ 2-ზე მოცემული სტატისტიკა მხოლოდ მშენებლობით დამთავრებულების და არა ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების მონაცემებს გვიჩვენებს. საქსტატის მონაცემებით,

 2010 წლიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით 204 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, რომელთა საერთო ფართობიც 462 578 კვ.მ-ა. მოცემული წლებიდან, ყველაზე მეტი სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს (61) დასრულდა, ხოლო ყველაზე ცოტა სასტუმრო 2010 წელს (15) აშენდა. 2011 და 2012 წლებში ეს მაჩვენებელი 30 და 32 , ხოლო 2013 წელს 49 იყო. 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 17 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა.

გრაფიკი 2:

 მშენებლობით დამთავრებული სასტუმროები 2010-2015 წლებში

image002

საქსტატში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენი სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში მშენებლობით დამთავრებული სასტუმროებიდან. შესაბამისად, ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების და მშენებლობით დამთავრებული სასტუმროების რაოდენობა განსხვავებულია.

დასკვნა

სასტუმრო "Mercure Tbilisi old Town" -ის გახსნაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოში ასამდე ახალი სასტუმრო გაიხსნა. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2010-2012 წლებში 283 სასტუმრო გაიხსნა (2010 წ. - 78, 2011 წ. - 117, 2012 წ. - 88). 2013 წელს კი, ექსპლუატაციაში 84 სასტუმრო შევიდა. რაც შეეხება 2014-2015 წლებს, ამ წლებში გახსნილი სასტუმროების სტატისტიკა ჯერჯერობით არ არსებობს და საქსტატმა მხოლოდ მშენებლობით დამთავრებული სასტუმროების რაოდენობა მოგვაწოდა. აღნიშნულ წლებში (2014-2015), საქსტატის ინფორმაციით, 78 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი