ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "

გასულ წელს დაიწყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც წარმატებით გრძელდება. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 123 პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ჯამში, ეს არის ქართული წარმოების განვითარებაში ჩადებული დაახლოებით 350 მლნ ლარის ინვესტიცია".

ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" (პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა, იხ: ბმული 1, ბმული 2),

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთობლივად ახორცილებენ. პროგრამა წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს. განსაკუთრებით პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარით განისაზღვრა. აქედან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება:

  • ფინანსური ხელმისაწვდომობა;
  • ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა;
  • საკონსულტაციო მომსახურება.

ფინანსური ხელმისაწვდომობა კრედიტის თანადაფინანსებას გულისხმობს (პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-ის მოცულობით). ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში სესხის ამღებს წელიწადში 1%-3%-ის გადახდა უწევს, ხოლო 10%-ს სახელმწიფო ფარავს. სოფლის მეურნეობის მიმართულების შემთხვევაში სესხის ამღები მის 1%-2%-ს ფარავს, 10%-ს კი - სახელმწიფო. პროექტის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცემათ.

პროგრამას - "აწარმოე საქართველოში", მომავალში ორი ახალი კომპონენტი დაემატება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა,

პროგრამის ფარგლებში სასტუმროების ბიზნესის ხელშეწყობა განხორციელდება. ამავე პროგრამის ფარგლებში საქართველოს კინო ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბებაც იგეგმება, რაც უცხოელი კინომწარმოებლების მიერ საქართველოს გადასაღებ მოედნად გამოყენებას გულისხმობს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში სულ 75 პროექტი დაფინანსდა, 24 საწარმო გაიხსნა და ამ საწარმოებში დაახლოებით 187 მლნ ლარის ჯამური ინვესტიცია განხორციელდება. ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობით 54-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციების დაგეგმილი ოდენობა 88 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, პროგრამის ფარგლებში 10 კომპანია დაფინანსდა და დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 21 მლნ აშშ დოლარია. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სულ 139 პროექტი დაფინანსდა, ხოლო დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 325 მლნ ლარს შეადგენს.

2015 წლის 25 ნოემბერს პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი ფარმაცევტული კომპანია Ynnovas გაიხსნა. კომპანია 2 მლნ დოლარით დაფინანსდა. საწარმო პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას და ექსპორტს განახორციელებს. საწარმოში დაახლოებით 9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამავე პროგრამის ფარგლებში 26 ნოემბერს პლასტმასის საცობების საწარმო "ჯეო კეპი" გაიხსნა.

 ამ საწარმომ პროგრამის ორი კომპონენტით ისარგებლა (ფინანსური და ინფრასტრუქტურული ხელმისაწვდომობა). საწარმოში 2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

  დასკვნა

პროგრამა - "აწარმოე საქართველოში" 2014 წლის მაისში ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 139 პროექტი დაფინანსდა და დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 325 მლნ ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი