იტვირთება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით,

სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა და ეს ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად მთავრობის დამსახურებაა.

ფაქტ-მეტრმა ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეისწავლა.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 101.2%-ით შესრულდა და 9 866 მლნ ლარი შეადგინა, გადასახდელების გეგმა კი 100.6%-ით შესრულდა და 9 678 მლნ ლარი შეადგინა. ბიუჯეტის ყველა მსხვილი მუხლი როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა (ცხრილი 1).

ცხრილი 1:

 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები მლნ ლარებში

ბიუჯეტის მუხლები გეგმა ფაქტი სხვაობა შესრულება, %
შემოსავლები 8048.9 8146 97.1 101.2%
გადასახადები 7520 7550 30 100.4%
გრანტები 238.9 291 52.1 121.8%
სხვა შემოსავლები 290 305 15 105.2%
ხარჯები 8090 8133 43 100.5%
ადმინისტრაციული 2296 2323 27 101.2%
ვალის მომსახურება 327 327 0 100.0%
სუბსიდიები და გრანტები 1512 1517 5 100.3%
სოციალური უზრუნველყოფა 2802 2802 0 100.0%
სხვა ხარჯები 1153 1164 11 101.0%
საოპერაციო სალდო -41.1 13 54.1 -31.6%
კაპიტალური ხარჯები 681 680 -1 99.9%
არაფინ. აქტივებს კლება 280 287 7 102.5%
მთლიანი სალდო -401 -393 8 98.0%
ფინანსური აქტივების ცვლილება 343.5 373 29.5 108.6%
ბიუჯეტის დეფიციტი -785.6 -753 32.6 95.9%
ვალის აღება 1331 1362 31 102.3%
საშინაო 315 315 0 100.0%
საგარეო 1016 1047 31 103.1%
ვალის დაფარვა 420 444 24 105.7%
ნაშთის ცვლილება 125 188 63 150.4%
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ხაზინა

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის შესრულება წლის განმავლობაში ბიუჯეტში 2-ჯერ შეტანილმა ცვლილებამ განაპირობა. მათ შორის, ბოლო ცვლილება უკვე წლის ბოლოს, დეკემბერში განხორციელდა. მიმართულებებს, სადაც თანხების ათვისება გეგმაზე ნელი ტემპით მიმდინარეობდა (მაგალითად, კაპიტალური ხარჯების გეგმა 93 მლნ ლარით შემცირდა), გეგმები შეუმცირდათ, ხოლო სადაც გადახარჯვა იყო, იქ გეგმები გაიზარდა (მაგალითად, 96 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი). თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელი მაინც 24 მლნ ლარის დეფიციტით დაასრულა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფარა.

შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით შესრულება ინფლაციის დონის მატებამ და ლარის გაუფასურებამ განაპირობა. საგადასახადო შემოსავლები რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპზე და საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდაზეა (ინფლაციაზე) დამოკიდებული. მართალია, წლის დასაწყისში მთავრობა ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, მაგრამ შემდეგ პროგნოზი 2.7%-მდე შეამცირა. ზრდის ტემპის კლება ნეგატიურად აისახა საგადასახადო შემოსავლებზე. თუმცა, მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა ფასები (მშპ-ის დეფლატორის მიხედვით დაახლოებით 6%-ით), რამაც საგადასახადო შემოსავლები გაზარდა. ჯამში, ფაქტიური საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის პირველი ვარიანტით არსებულ გეგმას 50 მლნ ლარით ჩამორჩა, მაგრამ ბიუჯეტის ბოლო გეგმას 30 მლნ-ით გადააჭარბა.

52

მილიონით გადაჭარბდა გრანტების გეგმა, რაც ლარის გაუფასურებამ (გრანტი დოლარში ირიცხება და ბიუჯეტში ლარში აისახება) და თბილისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მოზიდულმა ახალმა გრანტებმა განაპირობეს. სხვა შემოსავლების გეგმა ნებაყოფლობითი ტრანსფერების ზრდის ხარჯზე გადაჭარბდა, რომელიც აგრეთვე თბილისის სტიქიის შემდგომი პერიოდის შემოწირულობებს უკავშირდება. ძირითადი აქტივების რეალიზაციიდან (პრივატიზაციიდან) შემოსავლები 127 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, თუმცა გეგმა 81%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 102.5 მლნ ლარი შევიდა. 20%-იანი გადაჭარბებით შესრულდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით მოსაზიდი თანხის გეგმა. ჯამში, აღნიშნული ლიცენზიებიდან ბიუჯეტში 182 მლნ ლარი შევიდა. 84.6%-ით შესრულდა ფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსავლები. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული სესხებიდან 85 მლნ ლარის ნაცვლად, 72 მლნ ლარი დაიფარა.

31

მლნ ლარით მეტი მოვიზიდეთ საგარეო ვალის აღებიდან, რაც ცალსახად ლარის გაუფასურების შედეგია, დოლარში ვალი გეგმაზე გადაჭარბებით არ აგვიღია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ, ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით შესრულებამ ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი 32.6 მლნ ლარით შეამცირა.

დასკვნა 2015

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი გადაჭარბებით, შესაბამისად 101.2% და 100.6%-ით შესრულდა. მათ შორის, 101.2%-ით შესრულდა შემოსავლების გეგმა. ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილის გადაჭარბებით ზრდა ძირითადად განაპირობა: ინფლაციის დონის მატებამ, ლარის გაუფასურებამ და თბილისში მომხდარმა სტიქიამ.

წლის ბოლოს 2-ჯერ შეიცვალა ბიუჯეტის კანონი, რის შედეგადაც თანხები მოაკლდა იმ მიმართულებებს, სადაც ათვისება ნაკლები იყო და დაემატა მათ, სადაც გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო. ეს კი საბიუჯეტო ხარჯების აშკარად ცუდ დაგეგმვაზე მიუთითებს.

ფინანსთა მინისტრი სწორად მიუთითებს ბიუჯეტის სტატისტიკურ შესრულებაზე, თუმცა შესრულების მიზეზებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის ამგვარი შესრულება არ შეიძლება მთავრობის კარგი მუშაობის შედეგად მივიჩნიოთ. შესაბამისად, ნოდარ ხადურის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3592 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი