"ქართული ოცნების" ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას, პრემიერმა-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში მოქმედ ციფრული ნაკეთობების საწარმოზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის განცხადებით, "რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობებს, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს".

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

პრემიერის მიერ დასახელებული საწარმო შპს AG Microelectronics-ია. ის 2013 წელს შეიქმნა და მიკროელექტრონიკასთან დაკავშირებულ ციფრულ ტექნიკას აწარმოებს. კომპანიის ფინანსური მენეჯერი იოსებ მაზმიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად AG Microelectronics LED ტელევიზორებს, LED ნათურებს, სატელევიზიო მიმღებებს (Set top box) და მოდემებს აწარმოებს.

რაც შეეხება სმარტფონებს, პლანშეტებს და ნეტბუქებს (რაც პრემიერმა თავის განცხადებაში ახსენა) მაზმიშვილმა განაცხადა, რომ კომპანია ამ დროისთის ამ პროდუქციას გასაყიდად არ აწარმოებს.

მისი თქმთ, დღეისთვის საწარმოს სმარტფონის, პლანშეტის და ნეტბუქის მხოლოდ სატესტო ვერსია აქვს შექმნილი. ფინანსური მენეჯერი დასძენს, რომ AG Microelectronics აღნიშნული ნაკეთობების სერიულ წარმოებას გეგმავდა, მაგრამ ამას ხელი ვალუტის კურსის ხშირმა ცვლილებამ შეუშალა. ამ მიზნის განსახორციელებლად საწარმო ვალუტის კურსის სტაბილიზაციას ელის.

AG Microelectronics თავის წარმოებულ ტელევიზორებს და LED ნათურებს საქართველოსა და აზერბაიჯანში ყიდის - იღებს შეკვეთებს, აგრეთვე, საცალო ქსელში გასაყიდად თვეში საშუალოდ ათასი ტელევიზორი და 20-30 ათასი LED ნათურა შეაქვს. ფინანსური მენეჯერის თქმით, საწარმომ პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსება ორჯერ მიიღო - სასაწყობო მეურნეობის მოსაწყობად და სიმძლავრის გაზრდის მიზნით ახალი დანადგარის შესაძენად.

დასკვნა

რუსთავში მოქმედი შპს AG Microelectronics LED ტელევიზორებს, LED ნათურებს, სატელევიზიო მიმღებებს და მოდემებს აწარმოებს. ამ დროისთვის სერიულ წარმოებაში არ არის სმარტფონები, პლანშეტები და ნეტბუქები, თუმცა, საწარმოში ამ პროდუქციის საცდელი ნიმუშები შეიქმნა, რომლებიც, ჯერჯერობით, ბაზარზე ვალუტის კურსის ცვალებადობის მიზეზით ვერ გამოვიდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია