• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებები "რუსთავი 2"-ის საქმეში

რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილებები "რუსთავი 2"-ის საქმეში

მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ, გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის

01/10/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ, გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და ოთარ სიჭინავას მონაწილეობით მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილება, თითქმის ერთ წლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის ორ საკონსტიტუციო სარჩელზეც გამოიტანა და მოსარჩელის მოთხოვნები დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ანტიკონსტიტუციურად ცნო დაუყოვნებლივი აღსრულების  ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს და, ასევე, ნორმა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში,  პირველი ინსტანციის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნა გახდა შესაძლებელი.

 

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის დროზე, აღნიშნულ საქმეებზე დროული რეაგირებითა და სადავო ნორმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერებით შეძლო „რუსთავი 2“-ის უფლებების შეუქცევადი დარღვევის თავიდან არიდება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული სარჩელების პრიორიტეტულად განხილვას „რუსთავი 2“-ისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

დღესდღეობით, გაცილებით მნიშვნელოვანია „რუსთავი 2“-ის იმ საკონსტიტუციო სარჩელის დროული გადაწყვეტა, რომელიც გარიგების ბათილობის ნორმას ეხება, რადგან საერთო სასამართლოების მსჯელობა სწორედ ამ მუხლს ეყრდნობა და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, არსებითად შეიცვლება საქმის გარემოებები და, დიდი ალბათობით, ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც იქონიებს გავლენას.

 

სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ვერ მოხერხდა სასამართლოს ძველი შემადგენლობის მიერ გადაწყვეტილების მიღება და ეს მისია უკვე ახალ შემადგენლობას დაეკისრა.

 

აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებს, რომლებიც  უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის დადების შემდეგ შეუდგებიან, კანონის თანახმად, აქვთ უფლებამოსილება, „რუსთავი 2“-ის საქმის არსებითი განხილვის დაწყება თავიდან მოითხოვონ. თუ რომელიმე მათგანი კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გამოიყენებს, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა უკვე მესამედ დაიწყება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

 

შეგახსენებთ, რომ არსებითი განხილვის მეორედ დაწყება გამოწვეული იყო, პირველი კოლეგიის მოსამართლის, მერაბ ტურავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესული ცვლილებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით. კერძოდ, საქმის პლენუმისთვის დამოუკიდებლად გადაცემის შესაძლებლობით, რაც, ოთხი მოსამართლის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაკმაყოფილდა.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „რუსთავი 2“-ის ინტერესებში უკვე დაკმაყოფილებულ ორ სარჩელზე მეტად, სწორედ გარიგების ბათილობის მუხლთან დაკავშირებული სარჩელის გადაწყვეტა იყო. თუმცა, ზემოხსენებულ ორ საქმესაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს უზენაეს სასამართლოში.

 

კერძოდ, აღნიშნული ორი საქმიდან ნათლად ჩანს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძემ არაკონსტიტუციურად განმარტა რამდენიმე ნორმა და არსებობს საშიშროება, რომ დანარჩენ შემთხვევაშიც არაკონსტიტუციურ განმარტებასთან გვქონდეს საქმე. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს უფრო დიდი ყურადღება მართებს მის წინაშე დასმულ თითოეულ საკითხთან მიმართებით. სწორედ ამ ვითარებაში, აზრს მოკლებულია უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

 

შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა წლის ბოლომდე აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი შემადგენლობა კი მუშაობას დღეიდან შეუდგება. თუმცა, ჯერ უცნობია, როდის შეუერთდება მათ პარლამენტის მიერ დანიშნული მე-9 წევრი.

თეგები:
ადვოკატები
პური
ირაკლი ქადაგიშვილი
მელიორაცია
თამარ ქეცბაია
თამარ ქეცბაია

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა