• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უცხოეთიდან გადმორიცხვების მაჩვენებელმა შარშანდელი კლების შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო

უცხოეთიდან გადმორიცხვების მაჩვენებელმა შარშანდელი კლების შემდეგ ისევ ზრდა დაიწყო

ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში 102.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილები

24/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ უახლესი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში 102.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, ქვეყნიდან უცხოეთში გადარიცხვებმა კი, ჯამში, 17.8 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა.

 

გრაფიკი 1-ზე ასახულია ფულადი გზავნილების ცვლილების ტენდენცია 10-თვიანი პერიოდისთვის. როგორც გრაფიკიდან ჩანს, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების სახით, საქართველოში 934 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 41.6 მლნ-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თუმცა 20.3 მლნ-ით გაიზარდა ქვეყნიდან გადარიცხული სახსრების მოცულობაც, შედეგად წმინდა ნაკადის ზრდამ მხოლოდ 21.3 მლნ დოლარი შეადგინა.

 

 

 

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილების დინამიკა (10 თვე, მლნ დოლარი)

 

15224583_1360126467345445_831826526_o

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 

 

ტენდენციის თვალსაზრისით, უნდა ითქვას, რომ შემომავალი ნაკადები, ისევე როგორც წმინდა შემომავალი ნაკადები (ჩარიცხვასა და გადარიცხვას შორის სხვაობა) 10-თვიანი პერიოდისთვის, 2010-2014 წლებში პერმანენტულად იზრდებოდა, 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, 2016 წელს კი კვლავ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა, თუმცა, თავისთავად, ზრდის ტემპი დაბალია.

 

უშუალოდ ოქტომბრის განმავლობაში მიღებული გზავნილების მოცულობა 12.6 მლნ დოლარით (14%) აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. წმინდა ნაკადის თვალსაზრისით კი, ზრდამ 9.86 მლნ დოლარი (13.2%) შეადგინა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყნიდან გადარიცხული სახსრები უფრო მაღალი ტემპით (17.9%) გაიზარდა, ვიდრე შემომავალი ნაკადები.

 

რაც შეეხება ფულად გზავნილებს ქვეყნების მიხედვით, ტრადიციულად, პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, როგორც ჩარიცხული და გადარიცხული სახსრების, ასევე წმინდა ჩარიცხვების თვალსაზრისით. მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთიდან 34.6 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.36 მლნ-ით ჩამოუვარდება. გადარიცხული სახსრების ოდენობამ კი 7.56 მლნ დოლარი შეადგინა და 0.5 მლნ დოლარით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.

 

 

 

ცხრილი 1: ფულადი გადარიცხვები ქვეყნების მიხედვით (1000 აშშ დოლარი)

 

15151212_1360126464012112_798545505_n

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 

 

როგორც ცხრილიდან ჩანს პირველი ათეულის ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან და გერმანიიდან შემცირდა, წმინდა გადმორიცხვების თვალსაზრისით კი, გარდა გერმანიისა და რუსეთისა, შემცირებულია უკრაინიდან ფულადი გადმორიცხვების მაჩვენებელიც.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკური მონაცემები ასახავს მხოლოდ ოფიციალურად განხორციელებულ ოპერაციებს, ფიზიკური სახით გამოგზავნილი ნებისმიერი მოცულობის თანხა კი, რომლის გადატანასაც ფიზიკური პირები ახორციელებენ, ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება.

თეგები:
ეროვნული ბანკი
წითელი ჯვარი
TAV
თამაზ ურთმელიძე
ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა