• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2017 წელი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით დაიწყო

2017 წელი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდით დაიწყო

22/02/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა. 2017 წლის იანვარში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 176.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.6 მლნ-ით (44.7%) აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს, გასული წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფეროშენადნობების (610%), სპირტიანი სასმელების, ღვინის, ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტის მაჩვენებლები.   ცხრილი 1: უმსხვილესი საექსპორტო საქონელი და მათი პოზიციების ცვლილება (ათასი აშშ დოლარი) text წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   უმსხვილეს საექსპორტო პოზიციებს შორის კლების მაჩვენებელი გამოკვეთილად მაღალია თხილის/კაკლის შემთხვევაში. გარდა თხილისა, შემცირებულია მსუბუქი ავტომობილების, ტრიკოტაჟის ნაწარმისა და ნავთობის საექსპორტო ღირებულებაც, უმნიშვნელოდ იკლო ოქროს ნედლეულის ექსპორტმაც. საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიის თვალსაზრისით აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2017 წლის იანვარში, გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ექსპორტი საკმაოდ მაღალი ტემპით გაიზარდა ქვეყნების ყოველი ჯგუფის შემთხვევაში. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დსთ-ის (120.4%) და სუამ-ის (118.8%) ქვეყნებში ფიქსირდება, 38.52%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ყველაზე დაბალი (14.8%) ზრდის ტემპი კი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი, ანუ მაღალი განვითარების მქონე ქვეყნების შემთხვევაშია.   ცხრილი 2: ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) text 1 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური   ცალკეული ქვეყნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში და 32.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 22.5 მლნ-ით (230%) აღემატება გასული წლის იანვრის მაჩვენებელს. შედეგად, 2017 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, რუსეთი ექსპორტის უმსხვილესი ბაზარია და მოცულობით 2-ჯერ აღემატება მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ ჩინეთისა და თურქეთის ბაზრებს. მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირებული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად დსთ-ის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტითაა განპირობებული, თუმცა, თავისთავად საკმაოდ მაღალია ზრდა ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაშიც. ძირითად საექსპორტო პროდუქციად ტრადიციულად სხვადასხვა სახეობის მადანი, ფეროშენადნობები და ალკოჰოლური სასმელები რჩება, მსუბუქ ავტომობილებთან ერთად.
თეგები:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
TAV
საგარეჯო
ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა